სამეცნიერო - კვლევით საქმიანობას უნივერსიტეტში კოორდინაციას უწევს ვიცე- რექტორი, სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით.
სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით ვიცე-რექტორი:
- შეიმუშავებს კვლევითი ერთეულებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშემწყობ მექანიზმებს;
- ხელს უწყობს კვლევითი ერთეულებისა და აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვას და ანგარიშების მომზადებას;
- შეიმუშავებს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ღონისძიებების ყოველწლიურ გეგმას/კალენდარს;
- გეგმავს და მონიტორინგს უწევს საერთაშორისო თანამშრომლობის პროცესს კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის მიზნით;
- ხელს უწყობს კვლევითი ერთეულების დაფუძნებას და მათი საქმიანობის სწორად წარმართვას;
- გეგმავს და კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო-საგრანტო პროექტებს და ახორციელებს მონიტორინგს მათ შესრულებაზე;
- კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალების, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო შრომების გამოცემას;
- უზრუნველყოფს უცხოურ საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებთან თანამშრომლობის დაწყებას და მეცნიერ-მკვლევართა მხარდაჭერას;
- გეგმავს და კოოორდინაციას უწევს უნივერსიტეტში ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების, ფესტივალებისა და კონკურსების ჩატარებას, ახალგაზრდა ნიჭიერი მეცნიერების გამოვლენისა და წახალისების მიზნით;
- გეგმავს და კოორდინაციას უწევს საერთაშორისო და ადგილობრივ ფონდებთან ურთიერთობების გამყარებას სამეცნიერო კვლევების მიმართულებით და უზრუნველყოფს ხელშემწყობი აქტივობების ჩატარებას აკადემიური პერსონალისათვის;
- ქმნის შესაბამის მექანიზმებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების კვლევით პროექტებში მონაწილეობის წახალისები მიზნით;
- სამეცნიერო კვლევების შედეგების კომერციალიზაციის მიზნით, აფასებს და სწავლობს ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნებს, აგრეთვე უძღვება კონსულტირების პროცესს, შესაბამისი კვლევებისთვის შეკვეთების მისაღებად;
- სამეცნიერო-კვლევის შედეგების იმპლემენტაციის მიზნით,ორგანიზებას უწევს აკადემიურ პერსონალს შესაბამისი დარგობრივი უწყების/ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, შეხვედრებისა და კვლევის შედეგების წარდგენისა/დისკუსიის პრაქტიკაში დანერგვის საკითხებზე;
- ყოველწლიურად აფასებს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევით მუშაობას, შეიმუშავებს რეკომენდაციებს აკადემიური კვლევის უნივერსიტეტში განვითარებისთვის და წარუდგენს მას აკადემიურ საბჭოს;
- კოორდინაციას უწევს უნივერსიტეტში არსებული, პერიოდული სამეცნიერო ჟურნალის „SEU & SCIENCE“-ის გამოცემას.