ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU-ს სამეცნიერო-კვლევითი სტრუქტურული ერთეული.
ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის აერთიანებს უნივერსიტეტში მოღვაწე სამართლის, ბიზნესის მართვის და ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტების პროფესორებს, რომლებიც ახორციელებენ დარგობრივ, ინტერდისციპლინარულ ან შედარებით კვლევებს ევროპულ საკითხებთან მიმართებით.
ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის მიზნებია:
ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ცენტრი თავისი მიზნების მისაღწევად:
ახალგაზრდა მკვლევართა სტატიების კონკურსი: საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტს სეუსა და ლაზარსკის უნივერსიტეტს (პოლონეთი) შორის არსებული „ევროპული ინტეგრაციის კვლევითი ჯგუფის“ ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში გამოცხადდა ახალგაზრდა მკვლევართა სტატიების კონკურსი. სამ გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო, ხოლო შერჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში "სეუ და მეცნიერება" ან ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ჟურნალში "ეკონომიკა და პოლიტიკური აზროვნება".
2020 წლის 9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა სეუმ ზემოთაღნიშნული პროექტით გააკეთა განაცხადი კონკურსზე: ჟან მონეს პრიზი 2020. კონკურსი ხორციელდება ევროპარლამენტის პატრონაჟით და ითვალისწინებს პროექტების გამოვლენასა და დაჯილდოებას, რომლებსაც წვლილი შეაქვს ევროპული ინტეგრაციის იდეის განვითარებაში.
მე-3 საერთაშორისო კონგრესი: 21-ე საუკუნის ევროკავშირი.
აბრეშუმის გზის ახალი პროექტი. დიალოგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მკვლევარებისა და აკადემიური პერსონალისთვის: საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს, ლაზარსკის უნივერსიტეტის, ესპანეთის ეროვნული დისტანციური განათლების უნივერსიტეტისა და მადრიდის უნივერსიტეტის(CEDEU) თანაორგანიზებით გაიმართება მესამე საერთაშორისო ონლაინ კონგრესი: 21-ე საუკუნის ევროკავშირი: აბრეშუმის გზის ახალი პროექტი. დიალოგი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის მკვლევარებისა და აკადემიკოსებისთვის. შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, საკონფერენციო ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს სამეცნიერო ჟურნალში "სეუ და მეცნიერება" ან ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის ჟურნალში "ეკონომიკა და პოლიტიკური აზრი".