SEU-სა და პარტნიორი უნივერსიტეტების აქტიური თანამშრომლობით, მადრიდში გამოიცა სტატიათა კრებული „ევროკავშირისა და აზიის ურთიერთობები XXI საუკუნეში. შერჩეული ასპექტები“ (EU-ASIA RELATIONS IN THE XXI CENTURY. SELECTED ASPECTS).
გამოცემაში თავმოყრილი SEU-ს, ლაზარსკის უნივერსიტეტის, ესპანეთის ეროვნული დისტანციური განათლების უნივერსიტეტისა და მადრიდის უნივერსიტეტის (CEDEU) თანაორგანიზებით გამართული მესამე საეთაშორისო სამეცნიერო ონლაინ კონგრესის მნიშვნელოვანი მოხსენებები. გამოცემის ერთ-ერთი რედაქტორია სეუ-ს ვიცე-რექტორი კვლევითი მიმართულებით, პროფესორი ანა ფირცხალაშვილი.
სტატიათა კრებულში წარმოდგენილია ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების მკვლევართა ნაშრომები. მათ შორისაა სეუ-ს აკადემიური პერსონალის სტატიები: რუსუდან ბერიაშვილი გოდერძი ბუჩაშვილი, გიორგი ხარშილაძე, პაატა შურღაია.
სტატიათა კრებულში გაეცნობით შემდეგ პუბლიკაციებს:
პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხით დაინტერესებული სტუდენტებისთვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის SEU მიერ გამოცხადდა ესეების კონკურსი და ჩატარდა ონლაინ კონფერენცია.
ღონისძიების მიზანი იყო, პერსონალური მონაცემების დაცვის თემაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და სტუდენტების განვითარების ხელშეწყობა.
პროექტი ადამიანის უფლებათა დაცვის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში განხორციელდა.
პირველ ეტაპზე კონკურსანტების შეფასება მოხდა შერჩეულ თემაზე მომზადებული აბსტრაქტების მიხედვით. შესაბამისი აბსტრაქტის წარმოდგენის შემდეგ, საკონფერენციო თემების შერჩევა მოხდა თემატიკის რელევანტურობიდან, შინაარსის მნიშვნელობიდან და აქტუალობიდან გამომდინარე.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალური პრობლემები და გამოწვევები
ნაშრომი შეიქმნა პროექტის საფუძველზე, რომლის მიზანი იყო, ავტორის კონცეფცია პიროვნება, სოციუმი, კონსულტირება გადაქცეულიყო იმ პლატფორმად, რომლის საფუძველზეც პიროვნების სოციალურ-ფსიქოლოგიური კვლევების სერია ჩატარდება წლების განმავლობაში სეუ-ს სტუდენტებისა და მაგისტრანტების მიერ. ავტორი საბაზისო დებულებად მიიჩნევს, რომ სოციუმთან და საკუთარ თავთან ურთიერთქმედება განსაზღვრავს პიროვნების არსს და მის ქმნადობას. აქედან გამომდინარე, ავტორს ლოგიკურად მიაჩნია, რომ პიროვნების სოციალური ფსიქოლოგიაა ის სფერო, რომელიც გვაძლევს საშუალებას, კარგად მოვიაზროთ პიროვნების სხვადასხვა შესაძლო წახნაგები, მისი პოტენციალური შესაძლებლობები და მისი ქცევები რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებში.
წინამდებარე კრებული წარმოადგენს Covid 19-ის პანდემიით გამოწვეული კრიზისიული მდგომარეობის ანალიზს - როგორც გლობალური, ისე საქართველოს მასშტაბით. კრებულში წარმოდგენილია წამყვანი ევროპელი, ამერიკელი და ქართველი სწავლულების ხედვები თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებისა და მისი განვითარების პერსპექტივებზე. მართალია, ერთი შეხედვით, ეს კრიზისი გამოწვეულია სამედიცინო ეპიდემიოლოგიური პრობლემით, მაგრამ მისი შედეგები იმდენად ღრმად და ყოვლისმომცველად შეეხო საზოგადოებას, რომ არ დაუტოვებია არცერთი საარსებო სფერო (სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ეკოლოგიური), რომელსაც ეს კრიზისი აცდენოდეს. განსხვავებით სხვა ტიპის კრიზისებისგან, რომლებიც არაერთია კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, კორონა-კრიზისმა მართლაც გლობალური ხასიათი მიიღო. ამ კრებულის მომზადების პერიოდში ინტენსიური კოლაბორაცია წარმოებდა გერმანელ და ქართველ მეცნიერებს შორის. კრებული წარმოადგენს არა მხოლოდ კრიზისის შესახებ ევროპელი და ამერიკელი გამოჩენილი სწავლულების, ინტერვიუებისა და მოსაზრებების თარგმანს, არამედ ქართველი სწავლულების მოსაზრებებსაც.