სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

კვლევა

სტრატეგია და მიზნები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ–ს სამეცნიერო-კვლევითი სტრატეგიის მთავარი მიზანია, უზრუნველყოს ინსტიტუციონალურ დონეზე ჩატარებული კვლევების გაღრმავება, რაც დადებითად აისახება არა მხოლოდ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ–ს, არამედ ზოგადად, საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე.

მთავარ წინაპირობას იმისათვის, რომ სეუ გახდეს ქვეყანაში ერთ-ერთი მოწინავე უმაღლესი სასწავლო დაწესებულება, წარმოადგენს კვლევითი საქმიანობის გაღრმავება, სტრატეგიული გაძლიერება და გამრავალფეროვნება.

ინსტიტუციური კვლევითი ფონდი (IRF)

SEU მხარს უჭერს და მართავს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას უნივერსიტეტის კვლევითი სტრატეგიის შესაბამისად. სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებით ვიცე რექტორი და შესაბამისი სამსახურები კოორდინაციას უწევენ კვლევით საქმიანობას უნივერსიტეტის მასშტაბით. კვლევითი საქმიანობის ყოვლისმომცველი და სისტემური მხარდაჭერის მიზნით, სეუ-მ დააარსა ინსტიტუციური კვლევითი ფონდი (IRF), რომელიც უზრუნველყოფს კვლევითი განვითარების განაცხადების დაფინანსებას კონკურენციის საფუძველზე.

კვლევითი პროექტები და საგრანტო კონკურსები

კვლევისა ან/და კვლევის განვითარებისათვის მოსამზადებელი გრანტებია:
ა) სამეცნიერო-კვლევითი და ინოვაციური პროექტების წამოწყება და წინადადებების მომზადება, ახალი იდეების შემუშავება და განვითარება, ინოვაციური წინადადებების შედგენა და კონცეფციის შემუშავება;
ბ) საპილოტე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების წამოწყება, სამომავლოდ გარე კვლევითი გრანტების წარმატებით მოძიებისთვის;
გ) საზოგადოებრივ და კერძო სექტორში მოღვაწე პრაქტიკოსებთან, კრეატიულ ინდუსტრიებთან თანამშრომლობითი-სამეცნიერო პროექტების დაგეგმვა და შემუშავება;

აკადემიური კეთილსინდისიერება

პლაგიატი არის ყველა ის ტექსტი/ფრაზა/იდეა/კვლევის მონაცემი, რომელსაც პირი იყენებს საკუთარ ნაშრომში ავტორის/წყაროს მითითების გარეშე.

წყაროდ ითვლება ის წიგნი, სტატია, სახელმძღვანელო, ბლოგი, ასევე ისეთი მასალა, რომელიც არ არის გამოქვეყნებული, თუმცა ეკუთვნის კონკრეტულ პირს.

სასარგებლო ინფორმაცია

მაღალი სამეცნიერო რეიტენგისთვის მკვლევარები, აკადემიური პერსონალი და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურები უნდა იყონ, მუდმივად ახორციელებდნენ კვლევებს და თავიანთ ნაშრომებს აქვეყნებდნენ საერთაშორისო სამეცნიერო ასპარეზზე.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ, უკვე დარეგისტრირებულია საერთაშორისო სამეცნიერო სოციალურ ქსელზე Academia.edu-ზე და EURAXESS პორტალზე. აღნიშნულ პორტალზე რეგისტრაცია საშუალებას აძლევს მკვლევარს, მოიძიოს გრანტი, დაამყაროს პროფესიული კონტაქტები და პირდაპირ დაუკავშირდეს მასპინძელ/დამსაქმებელ სასწავლო ან კვლევით დაწესებულებას.

Message body empty