სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

SEU-ს შესახებ

მისია და ხედვა

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მისიაა:

შექმნას საერთაშორისოდ ცნობადი, სტუდენტსა და მის წარმატებაზე ორიენტირებული, თანამედროვე სტანდარტების მქონე აკადემიური გარემო, რომელიც სტიმულს აძლევს სწავლას, სწავლებასა და კვლევას, შესაბამისად, ყველას უქმნის საკუთარი პოტენციალის სრული რეალიზების შესაძლებლობას და ამზადებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კონკურენტუნარიან სპეციალისტებს შრომის ბაზრისათვის.

ევროპის უმაღლესი საგანმანათლებლო სივრცის ღირებულებებსა და პრინციპებზე დაფუძნებული განათლების უზრუნველყოფა, ინოვაციური და მოქნილი მიდგომების გამოყენება სტუდენტებისა და საზოგადოების სხვადასხვა საჭიროებისა და მოთხოვნის საპასუხოდ, მომავალი ტენდენციების განჭვრეტა და ხარისხის გაუმჯობესებაზე ფოკუსირება, სეუ-ს მუდმივი მიზანია. 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ხედვაა: 

იყოს პრესტიჟული და ღირებულებებზე დაფუძნებული უნივერსიტეტი, რომელიც ეყრდნობა რა პიროვნულ განვითარებას, ემსახურება საზოგადოებას მაღალი ხარისხის განათლებითა და კვლევით.

ჩვენი ძირითადი ღირებულებებია:

აკადემიური თავისუფლება  სრულყოფილებისკენ სწრაფვა აკადემიური კეთილსინდისიერება სოციალური პასუხისმგებლობა სამართლიანობა პატრიოტიზმი ერთგულება ურთიერთპატივისცემა

Message body empty