English
EN GE

მაგისტრატურაში ჩარიცხვის წესი

სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს საერთო სამაგისტრო გამოცდების/საერთაშორისო გამოცდების, შიდა/გარე მობილობის საფუძველზე ან საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

სეუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე მიღების დამატებითი პირობებია შიდა საუნივერსიტეტო გამოცდები სპეციალობასა და უცხოურ ენაში (B2 დონე).

B2 დონის დადასტურება შესაძლებელია ინგლისური ენის შესაბამის დონეზე ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტით

გ.ა.) BEC exam and CELS exam – Vantage
გ.ბ.) Cambridge exam – FCE
გ.გ.) Pritman ESOL International
გ.დ.) TOEIC – 541
გ.ე.) TOEFL – 500 (paper - based)

173 (computer - based)
61 (internet - based)

სხვა ენების შემთხვევაში, შესაბამისი კომპეტენციის დონე განისაზღვრება კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნებით

მაგისტრანტების კანდიდატების რეგისტრაცია

სეუ-ს მიერ განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების მიზნით, მაგისტრანტობის კანდიდატთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია მიმდინარეობს სეუ-ში, რექტორის ბრძანებით დადგენილ ვადაში.

ადმინისტრაციული რეგისტრაცია მოიცავს მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ შემდეგი აუცილებელი დოკუმენტების წარმოდგენას:

ა) განცხადება;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების (ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი;
დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულ პირთათვის)
ე) 2 ფოტოსურათი 3X4, ელექტრონულ ვერსიასთან ერთად.

მაგისტრანტობის კანდიდატთა გამოცდის შედეგების სეუ-ს ოფიციალურ ვებგვერდეზე გამოქვეყნებიდან 3 დღეში მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს მიმართოს სეუ-ს სამაგისტრო გამოცდების საპრეტენზიო საბჭოს საპრეტენზიო განაცხადით, რომელიც იხილავს პრეტენზიებს და საპრეტენზიო განაცხადების მიღების ვადის დასრულებიდან 2 დღეში იღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიების დაკმაყოფილებაზე ან არ დაკმაყოფილებაზე.

საპრეტენზიო საბჭოს მუშაობის დასრულებიდან 2 დღეში სეუ გამოსცემს მაგისტრატურაში ჩარიცხვის ბრძანებას კანონბმდებლობით დადგენილი წესით.

ჩარიცხვა სამაგისტრო გამოცდების გარეშე

სეუ-ში საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარების გარეშე სწავლა დასაშვებია:

  • ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ბ) პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში;
  • გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, კერძოდ: 
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება;
  • საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება და სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელი ისწავლეს უცხო ქვეყანაში;
  • პირებისათვის (გარდა ერთობლივი პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.