სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

სასწავლო პროცესი

სასწავლო პროცესი

კონცენტრაცია, მისი არჩევისა და გავლის წესი

დარგობრივი კონცენტრაცია არის პროგრამის შემადგენელი არჩევითი მოდული, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტული სპეციალობის ქვედარგის უფრო სიღრმისეულ შესწავლას.

კონცენტრაციის მოცულობა, მასში სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების რაოდენობა და კონცენტრაციის არჩევის სემესტრი განისაზღვრება კონკრეტული საგანმანათლებლო პროგრამით

სტუდენტი უფლებამოსილია შეთავაზებული კონცენტრაციიდან აირჩიოს და გაიაროს მინიმუმ ერთი კონცენტრაცია. სხვა კონცენტრაციის სასწავლო კურსების გავლა სტუდენტს შეუძლია თავისუფალი ან სპეციალობის არჩევითი კრედიტების ხარჯზე, სასწავლო კურსის შესწავლისათვის გათვალისწინებული შესაბამისი წინაპირობების დაცვით.

კონცენტრაციის არჩევა და კონცენტრაციაზე რეგისტრაცია ხდება ელექტრონულად, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის საშუალებით.

არჩეული კონცენტრაციის შეცვლა სტუდენტს შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ კონცენტრაციდან გასავლელი კრედიტების, არჩევითი და თავისუფალი კრედიტების რაოდენობა  ახალი კონცენტრაციის ყველა სასწავლო კურსის გავლის საშუალებას იძლევა.

კონცენტრაციის არჩევის შემდგომ, კონცენტრაციის შეცვლის შემთხვევაში, სტუდენტის მიერ გავლილი სასწავლო კურსები აღირებული იქნება როგორც სპეციალობის არჩევითი ან თავისუფალი კრედიტები

Message body empty