English
EN GE

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია:

  • სტუდენტის პირადი განცხადება;
  • შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება; 
  • სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის წესით გადასვლა;
  • სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლის გასვლა. 
  • სეუ-ს სტუდენტური ეთიკის კოდექსის პირობების ან/და უნივერსიტეტის შინაგანაწესის უხეში/სისტემური დარღვევა

სტუდენტს სტატუსი უწყდება უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით რომელიც ეცნობება სტუდენტს. იმ შემთხვევაში, თუ სტატუსის შეწყვეტის საკითხი გამოწვეულია სეუ-ს სტუდენტური ეთიკის კოდექსის პირობების ან/და უნივერსიტეტის შინაგანაწესის უხეში/სისტემური დარღვევით, სტუდენტი უფლებამოსილია მიიღოს მონაწილეობა აღნიშნული საკითხის განხილვაში, დააფიქსიროს თავისი მოსაზრება ზეპირად ან წერილობით, წარმოუდგინოს უნივერსიტეტს დამატებითი დოკუმენტაცია/ინფორმაცია, ისარგებლოს დაცვისა და დუმილის უფლებებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

გადაწყვეტილება და ბრძანება სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე ეცნობება სტუდენტს. სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის ბრძანების სტუდენტისთვის გაცნობის/გადაცემის შემდეგ, წყდება ყველა სახის სამართალურთიერთობა უნივერსიტეტსა და სტატუსშეწყვეტილს შორის.

სტუდენტი უფლებამოსილია გაასაჩივროს მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში მიმართვის გზით, საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული წესითა და ვადებში.


სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი დგება შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან 12 თვის შემდეგ. ამ ვადაში სტუდენტი უფლებამოსილია აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში მობილობის გზით.

12 თვის შემდეგ, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი ხელახლა მოპოვება დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელახალი ჩარიცხვის შემდეგ;