სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ფინანსური პოლიტიკა

ფინანსური პოლიტიკა

საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება

უნივერსიტეტსა და სტუდენტს შორის ფორმდება საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულება, რომელიც ძალაშია სტუდენტის სტატუსის მოპოვების მომენტიდან.

საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია სწავლა-სწავლების პირობები, დაწესებულებისა და სტუდენტის უფლებები და ვალდებულებები, სწავლის საფასური და ანგარიშსწორების წესი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტის პირობები, სადაო საკითხების გადაწყვეტის წესი და სხვა.

ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილი პირი

საგანმანათლებლო მომსახურების ხელშეკრულებას ხელს აწერს სრულწლოვანი სტუდენტი, ან სტუდენტის მიერ ამაზე სანოტარო მინდობილობით უფლებამოსილი პირი, ხოლო არასრულწლოვანი სტუდენტის შემთხვევაში - მისი კანონიერი წარმომადგენელი ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამაზე სანოტარო მინდობილობით უფლებამოსილი პირი

ინფორმაციის გაცემა და კონფიდენციალობა

უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სტუდენტის შესახებ არსებული ინფორმაციის კონფიდენციალობას კანონით დადგენილი წესით
უნივერსიტეტის მიერ სტუდენტისთვის ინფორმაციის მიწოდება წარმოებს სატელეფონო SMS შეტყობინებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემით შეტყობინების
ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტი უფლებამოსილია მიუთითოს სხვა პირი (ფინანსური გარანტორი, მშობელი და ა შ) რომელიც სტუდენტის პარალელურად მიიღებს სტუდენტის სასწავლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ხელშეკრულების სტანდარტული პირობები

Message body empty