English
EN GE

სწავლის შედეგები

საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კომპონენტების (საუნივერისტეტო სავალდებულო, არჩევითი და უცხო ენის, სპეციალობის სავალდებულო, კონცენტრაციის სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსები, პრაქტიკა და კვლევითი კომპონენტი) ერთობლიობა, მათი შინაარსის, სწავლისა და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას უმაღლესი განათლების კვალიფიკაციათა ჩარჩოს ბაკალავრიატის საფეხურის აღმწერის სათანადო დონით.

პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრი უნდა ფლობდეს ფართო ცოდნას ბიზნესის ადმინისტრირების სფეროს ზოგად საკითხებზე, ჰქონდეს პრობლემის კომპლექსურად შესწავლის და გადაჭრის საჭირო ინფორმაციის მოძიების და საკითხისადმი კრიტიკულად მიდგომის უნარი. ასევე ბაკალავრს უნდა შეეძლოს სამეცნიერო ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ, შეიმუშაოს და განახორციელო საკუთარი მცირე კვლევითი პროექტი.

ა) ცოდნა და გაცნობიერება:

საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტს ჩამოუყალიბდება კომპლექსური წარმოდგენა თანამედროვე ბიზნესის სფეროზე, კერძოდ ექნება:

  •  მაკრო და მიკრო ეკონომიკის ცნებებს, ეკონომიკური მეცნიერებების ამოსავალ პრინციპებს
  • აქვს ორგანიზაციების ეროვნული და გლობალური ეკონომიკური გარემოს შესახებ ცოდნა; 
  • იცნობს ბიზნეს- ტერმინოლოგიას, მეთოდებს, პრინციპებს, თეორიებს და კონცეფციებს, აგრეთვე დარგში მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს;
  • იცის ბიზნეს–საქმიანობის ანალიზის და შეფასების რაოდენობრივი და სტატისტიკური მეთოდები;
  • აცნობიერებს ბიზნესის ადმინისტრირების საერთო სტრუქტურას და ქვედარგებს შორის ურთიერთკავშირს
  • გააჩნია ბიზნესის ფუნქციონალური სფეროების: ოპერაციული მენეჯმენტის, პროექტების მართვის, მარკეტინგისა და გაყიდვების, ფინანსებისა და ბუღალტერიის, ზოგადი მენეჯმენტის, მართვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნა და აცნობიერებს მათ ურთიერთკავშირს;
  • ფლობს ფინანსების მეცნიერების თანამედროვე პრინციპებს, კონცეფციებსა და მეთოდებს, 
  • იცის ფინანსების არსი და ფუნქციები, საფინანსო სისტემა; საოჯახო მეურნეობების, ფირმებისა და კორპორაციების ფინანსების არსი და ფუნქციები; საჯარო ფინანსების არსი, ფუნქციები და მნიშვნელობა.
  • აქვს მენეჯმენტის ძირითადი ცნებების, მართვის კონცეფციების, მმართველობითი ხედვის ფორმირებისა და მასზე მოქმედი ფაქტორების შესახებ ფართო და საფუძვლიანი ცოდნა; 
  • იცის საერთაშორისო ბიზნესის თავისებურებები, ძირითადი ფუნქციები და განვითარების თანამედროვე ტენდენციები; 
  • აცნობიერებს თანამედროვე კომუნიკაციების როლს მენეჯმენტში, მენეჯერული თვისებებისა და ხელმძღვანელობის საკუთარი (ინდივიდუალური) სტილის გამომუშავების აუცილებლობას მეურნეობის ცალკეული დარგების მართვის სპეციფიკის გათვალისწინებით.
  • აქვს მცირე ზომის კვლევითი ნაშრომების შესრულების პრინციპების და სტანდარტების ცოდნა ბიზნესის სფეროს კვლევის დამახასიათებელი მეთოდების გამოყენებით.


ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:


პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს შეძენილი თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. საჭირო რესურსებით ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, კვლევითი საქმიანობის წარმართვა ხელმძღვანელის ზედამხედველობის ქვეშ. ამასთან ერთად მას გააჩნია:

  • შეუძლია ბიზნეს-გარემოს ანალიზისათვის შესაბამისი ინსტრუმენტების მოძიება, გამოყენება და ბიზნეს-პროექტების ცალკეული კომპონენტების შემუშავება; 
  • ორგანიზაციის წინაშე მდგარი მმართველობითი პრობლემების აღმოჩენა და მათი გადაჭრა საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წინასწარ განსაზღვრული მითითებების მიხედვით, შესაბამისი საბაზისო დოკუმენტების მომზადება; 
  • სფეროსათვის დამახასიათებელი და ასევე ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენება ფირმაში სხვადასხვა სახის რისკების გამოსავლენად და მათი მართვის პრობლემების გადასაჭრელად; 
  • შეუძლია ფინანსების დარგში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებული პრაქტიკული გადაწყვეტილებების მიღება;
  • შეუძლია ელექტრონული ცხრილების გამოყენება ბანკისა და საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციის მუშაობის შედეგების ანალიზისთვის, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
  • შეუძლია კომპანიის ფინანსური ანალიზი წინასწარ განსაზღვრული მითითებების და ინსტრუმენტების გამოყენებით;
  • გააჩნია, წინასწარი მითითებებით, დარგში არსებული საინფორმაციო ბაზის გამოყენების უნარი, პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელებისთვის.
  • ცვალებად გარემოში ადაპტაცია და გუნდური გადაწყვეტილების მომზადებაში მონაწილეობა.
  • შეუძლია ხელმძღვანელობის ქვეშ ჩატარებული კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების სწორი დიაგნოსტირება.
  • გააჩნია კონკურენტულ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების განვითარების და რეალიზების უნარი.

გ) დასკვნის უნარი:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • შეუძლია მენეჯმენტის სფეროსთვის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება, ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეების (SWOT), ასევე განყენებული მონაცემებისა და/ან სიტუაციების ანალიზი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით ფირმის წინაშე მდგარი პრობლემების გადასაჭრელად; 
  • შეუძლია მმართველობითი პრობლემების იდენტიფიკაცია, გამოცალკევება, შედარება, მიღებული შედეგების ფორმულირება, მართვის თანამედროვე პრინციპებზე აგებული დასაბუთებული და არგუმენტირებული დასკვნის ჩამოყალიბება და შერჩეული მიდგომის დასაბუთება; 
  • მენეჯმენტის სფეროში არსებული ტენდენციებისა და რეალობის, ასევე მკაფიოდ გამოკვეთილი პრობლემების შესახებ დასაბუთებული და არგუმენტირებული დასკვნების ჩამოყალიბება.
  • შეუძლია საფინანსო მონაცემების შეგროვება და განმარტება; 
  • შეუძლია სპეციფიკური სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი არსებული მეთოდების გამოყენებით;
  • ფლობს სფეროს შესაბამისი მონაცემების იდენტიფიცირების, ანალიზის და დასაბუთებული დასკვნის გაკეთების უნარს;
  • შეუძლია პრობლემის გადასაწყვეტად სიტუაციის შესაბამისი ალტერნატიული გზების მოძიება, მათ შორის ოპტიმალურის შერჩევა და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება.
  • აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო მონაცემთა ბაზების მოძიების უნარი.
  • შეუძლია შეთავაზებული გადაწყვეტილების არგუმენტირება და დაცვა.


დ) კომუნიკაციის უნარი:

საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა შეეძლოს:

  • ფლობს კომპანიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის შესახებ საკუთარი მოსაზრებების შესახებ ინფორმაციის წერილობით ფორმაში მომზადებისა და მისი ვერბალური ფორმით სპეციალისტებისთვის (და არასპეციალისტებისათვის) გადაცემის უნარს;
  • შეუძლია კომუნიკაცია დარგის სპეციალისტებთან (და არა სპეციალისტებთან) ზოგადი და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით;
  • ჯგუფში კომუნიკაცია და ჯგუფური გადაწყვეტილებების შემუშავებაში ეფექტური მონაწილეობა.
  • დისკუსიებში და საჯარო განხილვებში ეფექტურად მონაწილეობის უნარი.
  • უცხოურ და ქართულ ენაზე ოფიციალური და საქმიანი დოკუმენტაციის წარმოების უნარი.
  • საკითხის ჩამოყალიბება და მისი წარდგენა როგორც წერილობით, ასევე ვერბალურად.
  • ანგარიშების, მემორანდუმების და მოხსენებების წერითი და ზეპირი პრეზენტაციის უნარი.
  • პროფესიულ მოლაპარაკებებში მონაწილეობის უნარი.
  • შეუძლია ბიზნესის სფეროში არსებული შესაბამისი საინფორმაციო მასალების (თეორიული, სტატისტიკური) გამოყენებით კონკრეტულ საკითხზე რეფერატული ხასიათის ნაშრომის მომზადება და პრეზენტაცია;

ენობრივი კომუნიკაციის კომპეტენცია
შეუძლია ქართულ და უცხოურ ენებზე კომუნიკაცია როგორც სპეციალისტებთან, ისე არასპეციალიტებთან.

უცხო ენაზე კომუნიკაციის კომპეტენცია

არჩეულ უცხო ენაზე (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, რუსული) სტუდენტი ფლობს B2+ საკომუნიკაციის დონეს, ენობრივი კომპეტენციის ევროპული ჩარჩო-აღმწერის შესაბამისად და გააჩნია ოთხივე საკომუნიკაციო კომპეტენცია (მოსმენა, კითხვა, საუბარი, წერა):
მოსმენა: შეუძლია ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში დიდი მოცულობის ტექსტების და გამონათქვამების გაგება/აღქმა და სწორი რეაგირება; საუბრის ზოგადი მიმართულების გაგება; საუბრის ცალკეული რეპლიკის გაგება; მოხსენების არსის გაგება;
კითხვა: შეუძლია წაიკითხოს დარგობრივი ტექსტები, წერილები, განცხადებები, სხვადასხვა სტატია და გაიგოს ძირითადი შინაარსი; გამოყოს საჭირო ინფორმაცია.
საუბარი: შეუძლია რეალურ მოვლენებზე ფაქტების მოკლედ გადმოცემა; სტატიის შინაარსის მოკლედ გადმოცემა; მოვლენების თანიმდევრული გადმოცემა; საკუთარი აზრის გამოხატვა; სიტუაციის დახასიათება.
წერა: შეუძლია რეალურ მოვლენებზე ფაქტების წერილობით გადმოცემა; საკუთარი აზრის წერილობით გამოხატვა.

ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენცია:
თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების შემოქმედებითად გამოყენების უნარი;

ე) სწავლის უნარი:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • აქვს ბიზნესისა და მენეჯმენტის სფეროში ცოდნის გაღრმავების შესახებ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი და შეუძლია საკუთარი სწავლის შემდგომი მიმართულებების განსაზღვრა;
  • შეუძლია დამოუკიდებლად, შესაბამისი უახლესი ლიტერატურის გამოყენებით ცოდნის ხარისხის ამაღლება;
  • საკუთარი სწავლის პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროების დადგენა და სწავლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელება.
  • დარგობრივ ლიტერატურასთან დამოუკიდებლად მუშაობა და სფეროს შესახებ ცოდნის გაღრმავება.
  • პროფესიულ და სხვა წყაროებთან მუშაობის, ლიტერატურის და დოკუმენტების შესწავლის და დამუშავების უნარი.
  • საინფორმაციო და საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საფუძველზე თვით სწავლის განვითარების უნარი.

ვ) ღირებულებები:

ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს უნდა ჰქონდეს შემდეგი ღირებულებები:

  • გაცნობიერებული აქვს ბიზნესის სფეროში მოქმედი აუცილებელი ზოგადი და პროფესიული ღირებულები; 
  • მონაწილეობას იღებს მოწინავე ღირებულებებისა და ფასეულობების ფორმირება-დამკვიდრების პროცესში;
  • მიისწრაფვის ახალი პროგრესული ღირებულებების დამკვიდრებისაკენ ზოგადად საზოგადოებაში და კონკრეტულად ბიზნესის სფეროში;
  • ფასეულობათა შორის გონივრული, მიზანშეწონილი თანაფარდობის დადგენის უნარი. 
  • ბიზნესის სოციალური, სახელმწიფო და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაცნობიერება.

კონცენტრაციის სწავლის შედეგები

საბაკალავრო პროგრამის დარგობრივი კონცენტრაციის სავალდებულო და არჩევითი ერთობლიობა, ემსახურება სტუდენტის ცოდნის და უნარების გაღრმავებას, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მისთვის საინტერესო სეგმენტში და ემსახურება მისი პროფესიული კონკურენტუნარიანობის გაზრდას შესაბამის დარგში, შემდეგი კომპეტენციების განვითარებით


კონცენტრაცია - მენეჯმენტი - მარკეტინგი

ა) ცოდნა და გაცნობიერება:

სტუდენტმა იცის:

  • ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკა, ორგანიზაციული სტრუქტურების ტიპები, ორგანიზაციულ ქცევასა და სოციოლოგიაში გამოყენებული მთავარი ტერმინები;
  • მცირე ბიზნესის საწარმოების ფუნქციონირებისა და მართვის ძირითადი პრინციპები და თავისებურებები, საქმიანობის განხორციელების ძირითადი ასპექტები;
  • სამომხმარებლო ქცევის მოდელი, ორგანიზაციული სამომხმარებლო ქცევა.
  • სტრატეგიული მენეჯმენტის თანამედროვე მიდგომები და კონცეფციები;
  • პროექტის დაგეგმვის, განრიგის შემუშავებისა და ხარჯების ოპტიმიზაციის ძირითადი ელემენტები;
  • აცნობიერებს:
  • ინდივიდუალური და ორგანიზაციული ქცევის საფუძვლებს; 
  • მცირე ბიზნესის ადგილსა და როლს ეკონომიკურ სისტემაში;
  • მომხმარებელთა ქცევის თავისებურებებს, გარეგანი ზემოქმედების ფაქტორთა ზეგავლენა მომხმარებელთა ქცევაზე;
  • ორგანიზაციაში მმართველობითი სტრატეგიის ფორმირებისა და დანერგვის პროცესს;

ბ) ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი:

სტუდენტი შეძლებს

  • კომპანიის რესურსებისა და უნარების შეფასებას, სტრატეგიული განაზრახვის ჩამოყალიბებას, შეარჩიოს სტრატეგიის შემუშავების ხერხები და განსაზღვროს სტრატეგიის განხორციელების სირთულეები
  • არსებული სამეწარმეო შესაძლებლობების შეფასებას, დეტალური ბიზნეს- გეგმის შედგენას
  • მენეჯერის ქცევის ნორმების გაანალიზება როგორც ზოგად ასევე კულტურასთან კონტექსტში და პრაქტიკული სამოქმედო სტრატეგიის შემუშავება
  • შექმნას პროექტი Microsoft Project სისტემაში, შეიტანოს სამუშაოების ან დავალებების გეგმა, განახორციელოს კავშირები ამოცანებს და მის ტიპებს შორის;
  • ბაზარზე მყიდველობითი ქცევის მოტივაციის სწორი ანალიზსა და პროგნოზის გაკეთებას; მომხმარებელთა ქცევის თავისებურებების ცოდნის საფუძველზე ეფექტიანი მარკეტინგული გადაწყვეტილებების შემუშავებას;
  • პირდაპირი მარკეტინგის ხერხების გამოყენებას მომხმარებლის ქცევაზე ზეგავლენის მოსახდენად, ასევე მომხმარებელთან კონფლიქტური სიტუაციის აღმოფხვრას;

გ) დასკვნის უნარი:

სტუდენტს შეუძლია

  • სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება, დალაგება, ანალიზი და სინთეზი; 
  • არგუმენტირებული გადაწყვეტილების მიღება და თავისი პოზიციის დაცვა;
  • განსახორციელებელი ღონისძიებების შემუშავება და სამოქმედო გეგმის შედგენა.
  • პროექტის მენეჯმენტის რისკებთან, ბიუჯეტთან, ადამიანურ რესურსებთან დაკავშირებულ ინფორმაციის კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბება~
  • მოთხოვნის შესწავლისა და პროგნოზირების მეთოდების, ინფორმაციის მოპოვებისა და მისი ანალიზის ხერხების გამოყენების საფუძველზე მოთხოვნის შესწავლისა და პროგნოზირების მეთოდებს, ინფორმაციის მოპოვებისა და მისი ანალიზის ხერხების გამოყენება და არგუმენტირებული დასკვნის წარმოდგენა.

დ) კომუნიკაციის უნარი:

სტუდენტს შეუძლია:

  • იდეების, არსებული პრობლემებისა და გადაჭრის გზების შესახებ დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება; 
  • რეფერატული სახის ნაშრომის მომზადება და მისი პრეზენტაცია;
  • საკუთარი მოსაზრებების გამოხატვა და დაცვა;
  • ჯგუფში მუშაობა და ჯგუფური გადაწყვეტილებების შემუშავებაში მონაწილეობა;
  • გაანალიზოს შექმნილი კონფლიქტური სიტუაცია და პოზიტიური კომუნიკაციის გამოყენებით მოაგვაროს იგი.

ე) სწავლის უნარი:

სტუდენტს შეუძლია

  • მიღებული ცოდნის საფუძველზე გააცნობიეროს ცოდნის გაღრმავების საჭიროებაა და დაგეგმოს მომავალი სწავლის პროცესი;
  • დამოუკიდებლად აიმაღლოს ცოდნა მენეჯმენტისა და მარკეტინგის დარგები რელევანტური ლიტერატურის და სხვადასხვა საინფორმაციო წყაროებიდან მოძიებული საინტერესო ინფორმაციის მეშვეობით; 
  • ბიზნესის სფეროში ცალკეული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების გააზრების მიზნით შეუძლია ხელმი¬საწვდომი ლიტერატურისა და არსებული რესურსების გამოყენებით გაიღრმავოს ცოდნა.

ვ) ღირებულებები:

  • მენეჯმენტისა და მარკეტინგის პრობლემატიკასთან დაკავშირებით საკუთარი მიდგომების ჩამოყალიბება, ამ სფეროში საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვა;
  • მენეჯმენტისა და მარკეტინგის საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებითი პრინციპების მიმართ საკუთარი მიდგომების ჩამოყალიბება, მათი ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა;
  • ბიზნესის სფეროში ეთიკური პასუხისმგებლობის გათავისება, დაცვა და თანამედროვე ბიზნესის ღირებულებათა დასამკვიდრებლად სწრაფვა;
  • სტუდენტს გააზრებული აქვს ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, მიზანდასახულად მიისწრაფის პროფესიული ფასეულობების დამკვიდრებისაკენ, პატივს სცემს ჰუმანურობისა და სამართლიანობის პრინციპებს.

კონცენტრაცია: ფინანსები - საბუღალტრო აღრიცხვა

ცოდნა და გაცნობიერება
სტუდენტს ეცოდინება:

  • ფინანსების მართვის სისტემის სპეციფიკა და ფირმის (საწარმოს) კაპიტალის მართვის პრინციპები;
  • ფირმის (საწარმოს) შიდა და გარე ფინანსური გარემო, მისი მართვისა და დაგეგმვის სისტემის კომპლექსური საკითხები;
  • ფინანსური რისკების და შემოსავლების არსი და მათი მართვის პრინციპები.საჯარო ფინანსების სფეროში გამოყენებული ძირითადი ტერმინები; 
  • საჯარო და კერძო სექტორები შერეული ტიპის ეკონომიკაში და ძირითადი თეორიები მის გარშემო; სახელმწიფოს როლი ეკონომიკაში;
  • ფისკალური და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითადი მახასიათებლები;
  • საწარმოს მყარი ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფის მეთოდები და ხერხები;
  • სრული ბუღალტრული ციკლი სამეურნეო ოპერაციების რეგისტრაციიდან საერთაშორისო სტანდარტებით ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის ჩათვლით.
  • კომერციული ბანკის მართვის ძირითადი პრინციპები და მექანიზმი;
  • ქვეყნის საბანკო სფეროში არსებული მენეჯმენტის სისტემა და მისი თავისებურებები.
  • გადასახადების არსი და ფუნქციები და მათი როლი მთლიანი შიდა პროდუქტისა და ეროვნული შემოსავლის გადანაწილებაში;

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სტუდენტს შეეძლება:

  • სათანადო ანალიზის ჩატარებით საფინანსო სისტემის სტაბილურობისა და მდგრადობის შეფასება;, საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენების მასშტაბების და შესაძლებლობების განსაზღვრა.
  • ფინანსური აღრიცხვის საკითხების საერთაშორისო სტანდარტებით (ბასს 7,8, 17,20,26,28,31,40,32,36,37) შეფასება, მათი გადაჭრის ფორმებისა და მეთოდების შერჩევა,
  • განსაზღვროს ბანკის მომგებიანობის, ლიკვიდურობისა და სხვა სახის პარამეტრები.
  • კონკრეტული სიტუაციასთან მისადაგებული ფინანსური ინსტრუ¬მენ¬ტე¬ბის განსაზღვრა, ფინანსური რესურსე¬ბის მოზიდვის მეთოდების შერჩევა;
  • წინასწარ მიღებული მითითებების საფუძველზე სტანდარტული მეთო¬დების გამოყენებით რისკების‚ შემოსავ-ლია¬ნობის და ეფექტურობის შეფასება‚ გრძელვადიანი და ¬ფინანსების სტრატეგიის შემუშავება და თა¬ვი¬სი კომპეტენციის ფარგლებში ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება;
  • მოკლევადიანი და გრძელვადიანი ხასიათის ფინანსური გადაწყვეტილებების მომზადების და მიღების, სადივიდენდო და საინვესტიციო პოლიტიკის შემუშავების და რეალიზაციის, საბრუნავი კაპიტალის და კრედიტების მართვის პოლიტიკის შემუშავებაში და განხორციე¬ლე¬ბაში მონაწილეობის მიღება.
  • საგადასახადო დეკლარაციის შედგენა და შეფასება;
  • საშემოსავლო, მოგების, ქონების, იმპორტის, დამატებული ღირებულების გადასახადის და აქციზის გაანგარიშება და ბიუჯეტთან ანგარიშსწორების განხორციელება;

დასკვნის უნარი

  • სტანდარტული, რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდების გამო¬ყე¬ნე¬ბით ეკონომიკური ინფორმაციის ფინანსური ანალიზის, რისკების და მოსა¬ლოდ¬ნელი საფრთხეების‚ შემოსავ¬ლია¬ნობის და ეფექტურობის შეფა¬სე¬ბის შედეგების დაკონკრეტება და განზოგადება, არგუმენტი¬რე¬ბუ¬ლი დასკვნის ჩამოყალიბება; 
  • ფირმის (საწარ¬მოს) ფი¬ნანსური საქმიანობის ანალიზი და წარმოქმნილი პრობლემების ოპტიმალური გადაჭრის გზების დასახვა.
  • შეეძლება ემპირიული მასალის (სტატისტიკური მონაცემების) ანალიზის საფუძველზე ფისკალური და ფულად-საკრედიტრო პოლიტიკის ეფექტურობის შეფასება, ასევე იმ ხარვეზების და პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც წარმოშობენ დეფიციტს ან ხელს უშლიან სტაბილურ ეკონომიკურ ზრდას. 
  • ფინანსური აღრიცხვის ზოგადი საკითხების შეფასება, ფინანსური შედეგების ფორმულირება და დასკვნების გამოტანა.
  • საგადასახადო დაბეგვრის სფეროში არსებული ძირითადი პრობლების იდენტიფიკაცია, გამოცალკავება და ერთმანეთთან შედარება;
  • საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სტრუქტურის კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების სწორი დიაგნოსტიკა;

კომუნიკაციის უნარი

სტუდენტს შეეძლება

  • საქმიანი დოკუმენტების შედგენა სააღრიცხვო და ბიზნეს-ტერმინოლოგიის გამოყენებით;
  • საბიუჯეტო და საგადასახადო პოლიტიკის კონკრეტულ პრობლემაზე დეტალური წერილობითი ანგარიშის მომზადება და ინფორმაციის წარდგენა.
  • სწავლის უნარი
  • სტუდენტს შეეძლება სხვადასხვა წყაროებიდან ინფორმაციის მიღება, დამუშავება და ანალიზი არჩეული დარგის თავისებურებების გათვალისწინებით, საკუთარი სწავლის პროცესის მართვა, შეფასება და შემდგომი სწავლის საჭიროებების განსაზღვრა.
  • ღირებულებები
  • თანამედროვე ფინანსებისა და საბუღალტრო აღრრიცხვის პრობლემატიკასთან დაკავშირებით საკუთარი მიდგომების ჩამოყალიბება, ბიზნესის სფეროში საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებების დასამკვიდრებლად სწრაფვა;
  • ფინანსური და ბუღალტრული მომსახურების საყოველთაოდ აღიარებული ღირებულებითი პრინციპების მიმართ საკუთარი მიდგომების ჩამოყალიბება, მათი ფორმირების პროცესში მონაწილეობა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა;
  • აღრიცხვის სფეროში პროფესიული საქმიანობისათვის დამახასიათებელ ღირებულებებთან თავისი და სხვათა დამოკიდებულების შეფასება და სხვებისათვის გაზიარება; 
  • ბიზნესის სფეროში ეთიკური პასუხისმგებლობის გათავისება, დაცვა და თანამედროვე ბიზნესის ღირებულებათა დასამკვიდრებლად სწრაფვა.

კონცენტრაცია: საერთაშორისო ბიზნესი

ცოდნა და გაცნობიერება

სტუდენტმა იცის:

  • საერთაშორისო მენეჯმენტის არსი, სტრუქტურა, განვითარების თავისებურებანი, საერთაშორისო ბიზნესისა და მენეჯმენტის ურთიერთკავშირი; 
  • საერთაშორისო სავალუტო სისტემის განვითარების ეტაპები;
  • საერთაშორისო სავალუტო და ფინანსურ ურთიერთობათა თეორიები;
  • საერთშაორისო საკრედიტო ურთიერთობები;
  • საერთშაორისო ანგარიშსწორების არსი და სუბიექტები;
  • საერთაშორისო სტრატეგიული ალიანსების, გლობალური ვაჭრობის ეკონომიკური პოლიტიკის, უცხოური ინვესტიციების, გლობალური მარკეტინგის, ადამიანური რესურსების მენეჯმენტის როლის შესახებ;
  • გლობალური ბიზნეს-ოპერაციათა მენეჯმენტისა და გლობალური ბიზნესის ფინანსური გარემოს, ასევე გლობალური ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მოდელების შესახებ. 
  • გაცნობიერებული აქვს კულტურული დეტერმინანტების როლი საერთაშორისო მენეჯმენტში.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

სტუდენტს შეუძლია

  • SMART ანალიზის დამოუკიდებლად მომზადება; SWOT ანალიზის დამოუკიდებლად ჩამოყალიბება; საერთაშორისო ბიზნესისა და მენეჯმენტის თავისებურებათა პრაქტიკული გამოყენება.
  • გლობალური ბიზნეს სტრატეგიის შემუშავების პროცესში არსებული კომპლექსური პრობლემების გადაჭრის ორიგინალური გზების ძიება;
  • პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება;
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად საერთაშორისო სავალუტო გარემოს შეფასება;
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად საერთაშორისო ანგარიშსწორების ფორმების გამოყენება;
  • შესაბამისი ზედამხედველობის პირობებში, საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სტატისტიკის გამოყენებით ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის შედგენაში მონაწილეობა;
  • ფირმის საგარეო-ეკონომიკურ საქმიანობაში მარკეტინგის პრინციპების გამოყენებას;
  • ფირმის ინტერნაციონალიზაციის პროცესში ობიექტური და სუბიექტური მიზეზების გამოვლენას;
  • საერთაშორისო მარკეტინგული გარემოს დახასიათებას;
  • მსოფლიო ბაზრის შესახებ მონაცემების მოძიებას და დამუშავებას;
  • საერთაშორისო მარკეტინგული კომპლექსის ელემენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღებას.

დასკვნის უნარი

სტუდენტს გამომუშავებული აქვს

  • თანამედროვე გლობალურ ბიზნეს-გარემოში მიმდინარე ცვლილებების ანალიზის უნარი;
  • ლიტერატურული წყაროებისა და პრაქტიკული მონაცემების კრიტიკული ანალიზის საფუძველზე დასაბუთებული დასკვნების ჩამოყალიბების უნარი საერთაშორისო მენეჯერის პრაქტიკული უნარ-ჩვევების შესახებ, სხვადასხვა კულტურებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის საკითხების შესახებ; 
  • საერთაშორისო მენეჯმენტის დარგში არსებული უახლესი მონაცემებიდან მიღებული ინფორმაციის ინოვაციური სინთეზის უნარი.
  • მოსალოდნელი ტენდენციების და შესაძლებლობების შეფასების უნარი.

კომუნიკაციის უნარი

სტუდენტს აქვს

  • ინტერნეტ-რესურსების სასწავლო პროცესში აქტიური გამოყენების უნარი; 
  • საინფორმაციო ტექნოლოგიების, როგორც ტექნიკური, საკომუნიკაციო და სასწავლო ინსტრუმენტის გამოყენების უნარი; 
  • იდეებისა და ინფორმაციის ლოგიკური თანმიმდევრობით გადაცემა სპციალისტებისა და არასპეციალისტებისთვის;

სწავლის უნარი

სტუდენტს შეუძლია

  • საერთაშორისო ბიზნესისა და მენეჯმენტის თავისებურებათა შესწავლის საფუძველზე სწავლის პროცესის თავისებურებების გაცნობიერება და სტრატეგიულად დაგეგმვა გარემოს შესაძლებლობების გათვალისწინებით.
  • თანამედროვე ლიტერატურის, სამეცნიერო სტატიების, უახლესი მიღწევების დამოუკიდებლად მოძიება და კრიტიკულად გაცნობა;
  • საკუთარი სწავლის ხარისხისა და შესაძლებლობის დამოუკიდებლად დაგეგმვა და რეალურად შეაფასება, სწავლების შემდგომ საფეხურზე სწავლის გაგრძელება;

ღირებულებები

  • აცნობიერებს ეთიკურ და კულტურულ პასუხისმგებლობას საერთაშორისო ბიზნესისა და საფინანსო საკრედიტო ურთიერთობების სფეროში დასაქმებულ ორგანიზაციებში და საზოგადოებაში; 
  • აქვს პროფესიული პასუხისმგებლობა და აცნობიერებს ეთიკის ძირითად პრინციპებს.
  • მოწოდებულია შეაფასოს ღირებულებებისადმი თავისი და სხვების დამოკიდებულება ზოგადად საზოგადოებაში და კონკრეტულად ბიზნესის სფეროში; 
  • მიზანმიმართულია, საკუთარი წვლილი შეიტანოს ახალი ღირებულებების დამკვიდრების პროცესში.