EN GE

პროგრამის მიზანი

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მისიიდან გამომდინარე, მენეჯმენტის პროგრამის მიზანია მოამზადოს სპეციალისტები მენეჯმენტის სფეროსთვის, რომლებსაც ექნებათ ფართო ცოდნა ბიზნეს-ორგანიზაციების (სახელმწიფო, კომერციული და არაკომერციული სუბიექტების, საერთაშორისო ორგანიზაციების და სხვ.) ეკონომიკური გარემოს და ამ ორგანიზაციების მართვის შესახებ და შეძლებენ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, შესაბამისად, ადგილობრივი და საერთაშორისო შრომის ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ბაკალავრისათვის დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. პროგრამა მოწოდებულია მისცეს სტუდენტს ცოდნა ბიზნესისა და მენეჯმენტის თეორიებისა და პრინციპების შესახებ, რაც უზრუნველყოფს სტუდენტთა პროფესიული ცნობიერების ფორმირებას, ფუძემდებლური მენეჯერული და ეთიკური ღირებულებების გააზრებას სოციალური პასუხისმგებლობის კონტექსტში, თანამედროვე პროფესიული კატეგორიებით აზროვნების უნარის გამომუშავებას. ბაკალავრის პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საწარმოო პრაქტიკის კურსის გავლა და თეორიული და პრაქტიკული ცოდნის საფუძველზე საბაკალავრო ნაშრომის შესრულება.

მენეჯმენტის საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამით ბაკალავრის მომზადების აქტუალობა განპირობებულია შერეული, მრავალწყობიანი, სოციალურად ორიენტირებული საბაზრო ეკონომიკის ადეკვატური ინსტიტუტებისა და ურთიერთობების ჩამოყალიბების შეუქცევადი ხასიათით. თანამედროვე კომპანიების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნილებით ისეთ სპეციალისტებზე, რომლებსაც აუცილებელ თეორიულ ცოდნასთან ერთად აქვთ გლობალურ ბიზნესში მიმდინარე მოვლენებისა და პროცესების ანალიზის უნარი და შეუძლიათ ოპტიმალური გადაწყვეტილებების მიღება (საშუალო რგოლის მენეჯმენტის დონეზე); ამასთან, გაცნობერებული აქვთ ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა და უნარი შესწევთ კერძო და სახელმწიფო ინტერესები მოაქციონ ჰარმონიულ ურთიერთობათა ჩარჩოში.