English
EN GE

პროგრამის მიზანი

დამატებითი სპეციალობის მიზანია კურსდამთავრებულს მისცეს ფართო ცოდნა მენეჯმენტის თეორიებისა და პრინციპების შესახებ, რაც საშუალებას მისცემს მათ ჩამოყალიბდნენ თანამედროვე მენეჯერებად, რომლებიც შეძლებენ ბიზნეს-პროცესების კრიტიკულ გააზრებას და რომლებსაც საფუძვლიანად ექნებათ შესწავლილი ბიზნეს საქმიანობის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, პროფესიული და აკადემიური კარიერისათვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები; მათ შეეძლებათ ბიზნეს-სექტორში პირადი ინიციატივების გამოვლენა, სახელმწიფო, სამეწარმეო და არაკომერციული სუბიექტების, საერთაშორისო ორგანიზაციების მმართველობით სტრუქტურებში დასაქმება. დამატებითი პროგრამის ფარგლებში სტუდენტები დაეუფლებიან მენეჯმენტის თეორიულ საფუძვლებს, მიღებენ აუცილებელ და საკმარის ცოდნას მარკეტინგში, პროექტის მენეჯმენტში, ოპერაციულ და სტრატეგიულ მენეჯმენტსა და მენეჯმენტის ინფორმაციულ ტექნოლოგიებში. მენეჯმენტის დამატებითი სპეციალობის ამოცანაა გამოუმუშავოს სტუდენტს მენეჯმენტის პრაქტიკული უნარი, დამოუკიდებლად საქმიანობის გაძღოლის ჩვევები.

სფეროს აღწერა

საზოგადოებრივი პრაქტიკის ყველა სფერო თანამედროვე პირობებში ინტენსიურად ექვემდებარება კომერციალიზაციის პროცესს, რის საფუძველზეც ხდება ბიზნესის სამყაროს სულ უფრო გაფართოება და გართულება. დინამიური ბიზნეს გარემოს პირობებში იზრდება მოთხოვნა ცოდნასა და მსოფლმხედველობაზე, რომლებიც ეფუძნება საბაზრო ეკონომიკის კანონზომიერებების, სახელმწიფოს ეკონომიკური როლის, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობისა და მისი ცივილური, ეთიკური ნორმების ფარგლებში წარმოების მნიშვნელობის გააზრებასა და გათავისებას. ბიზნესის ადმინისტრირება კი გულისხმობს ბიზნესის მართვის თანამედროვე მიდგომების ფლობას, მმართველობითი გადაწყეტილებების მიღებისა და რეალიზაციის, სწრაფად ცვალებადი ბიზნეს გარემოში თავისუფალი, დამოუკიდებელი და იმავდროულად რაციონალური აზროვნების უნარს. ამდენად, პოპულარობა, რომლითაც ბიზნესის ადმინისტრირების სპეციალობა სარგებლობს სავსებით კანონზომიერი და ლოგიკურია. ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა პასუხობს უნივერსიტეტის მისიას, მოამზადოს მაღალი ზნეობისა და ფასეულობების მქონე კვალიფიციური კონკურენტუნარიანი სტანდარტების შესაბამისი თეორიული, მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ცოდნით აღჭურვილი სპეციალისტები, რომლებიც თავიანთი წარმატებული საქმიანობით ხელს შეუწყობენ თანამედროვე ტიპის მაღალგანვითრებულ, სამართლებრივ, დემოკრატიულ, ზნეობრივ და მაღალი სამოქალაქო შეგნების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებას. საბაკალავრო პროგრამა იმავდროულად ეხმიანება ქვეყანაში არსებულ რეალობას ბიზნესის განვითარების აუცილებლობის თვალსაზრისით.