English
EN GE

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებული შეიძენს დარგის სპეციალისტის მაღალკვალიფიციური სტანდარტების მისაღწევად აუცილებელ დარგობრივ და ზოგად კომპეტენციებს, რომლებიც წარმოადგენს ცოდნის, უნარ–ჩვევების, ღირებულებებისა და ვალდებულებების ერთობლიობას.
დამატებითი სპეციალობის სასწავლო კურსები განკუთვნილია სასწავლო ეროვნულ უნივერსიტეტ სეუს ფსიქოლოგიის, ჟურნალისტიკის და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის. პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია აისახება დიპლომსა და დიპლომის დანართში.

ცოდნა და გაცნობიერება

კურსდამთავრებული ფლობს:

  • მიკროეკონომიკის, ბიზნესის, აღრიცხვის, მენეჯმენტის თანამედროვე კონცეფციების ცოდნას;
  • საწარმოს შრომითი რესურსების ეფექტიანი გამოყენების, ფასეულობათა ჯაჭვის ფორმირების, ბიზნეს-ოპერაციების, საწარმოო ფუნქციების შეფასებისა და ოპტიმიზაციის მეთოდოლოგიას;

კურსდამთავრებული აცნობიერებს: 

  • ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და მისი გარემოსთან ურთიერთქმედების საკითხებს;
  • თანამედროვე კომუნიკაციების როლს მენეჯმენტში;
  • მენეჯერული თვისებებისა და ხელმძღვანელობის საკუთარი (ინდივიდუალური) სტილის გამომუშავების აუცილებლობას მეურნეობის ცალკეული დარგების მართვის სპეციფიკის გათვალისწინებით.

 ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება, მმართველობითი უნარების დემონსტრირებითა და მენეჯმენტის მეთოდოლოგიის გამოყენებით
  • კონფლიქტების მართვა, საშტატო განრიგის შედგენა, პერსონალის მოტივირება, და წარმოების, მატერიალური და არამატერიალური ნაკადების დაგეგმვა; 
  • წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად სამუშაოთა ორგანიზება;
  • საწარმოს წინაშე წამოჭრილი რისკების შეფასება, ორგანიზაციის მიზნების განსაზღვრა;
  • ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით მენეჯმენტის ოპერაციული სისტემის სრულყოფა;
  • მმარტველობით ღონისძიებათა სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება.

დასკვნის უნარი

კურსდამთავრებულს შეუძლია:

  • მმართველობით საქმიანობაში რაციონალური და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება, ალტერნატივების შეფასებისა და ოპტიმალური ვარიანტის გამოყენების დასკვნის მიღების შედეგად
  • ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ახალი და კონკრეტული მონაცემების და/ან სიტუაციების დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე სათანადო დასკვნების გაკეთება;
  • პრობლემის გადასაწყვეტად სიტუაციის შესაბამისი ალტერნატიული გზების მოძიება, მათ შორის ოპტიმალურის შერჩევა და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება და დაცვა.

კომუნიკაციის უნარი

კურსდამთავრებული ფლობს :

  • კომპანიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის შესახებ საკუთარი მოსაზრებების წერილობით ფორმაში მომზადებისა და მისი ვერბალური ფორმით სპეციალისტებისთვის და არასპეციალისტებისთვის გადაცემის უნარს;
  • კომუნიკაციის უნარს დარგის სპეციალისტებთან და არა სპეციალისტებთან ზოგადი და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით;
  • კომუნიკაციის სათანადო ფორმების გამოყენების უნარს პერსონალის მოტივირებისა და კონფლიქტების მართვის/მათი თავიდან აცილების მიზნით;
  • ბიზნესის სფეროში არსებული შესაბამისი საინფორმაციო მასალების (თეორიული, სტატისტიკური) გამოყენებით კონკრეტულ საკითხზე რეფერატული ხასიათის ნაშრომის მომზადებისა და პრეზეტაციის უნარს;
  • სწავლის უნარს;
  • მენეჯმენტის სფეროში კარიერული განვითარებისათვის აუცილებელი სწავლისა და პროფესიული დახელოვნების საჭიროებების დამოუკიდებლად განსაზღვრის უნარს; 
  • ცოდნის რეგულარულად განახლების უნარს დარგობრივი ლიტერატურის გაცნობითა და პრაქტიკაში სიახლეების მიდევნების გზით; 
  • დამოუკიდებლად საჭირო ინფორმაციის მოძიების უნატს სპეციალური ლიტერატურისა და ინტერნეტის გამოყენებით;
  • უნარს გამოკვეთოს საკუთარი პროფესიული ინტერესები.

ღირებულებები

კურსდამთავრებული :

  • გაცნობიერებულია მენეჯმენტის სფეროში მოქმედი აუცილებელი ზოგადი და პროფესიული ღირებულებში; 
  • პატივს სცემს პროფესიულ ეთიკას და განუხრელად იცავს მას, ორგანიზაციის შიდა სტრუქტურაში დამის გარეთ.