English
EN GE

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებული შეიძენს დარგის სპეციალისტის მაღალკვალიფიციური სტანდარტების მისაღწევად აუცილებელ დარგობრივ და ზოგად კომპეტენციებს, რომლებიც წარმოადგენს ცოდნის, უნარ–ჩვევების, ღირებულებებისა და ვალდებულებების ერთობლიობას.
დამატებითი სპეციალობის სასწავლო კურსები განკუთვნილია სასწავლო ეროვნულ უნივერსიტეტ "სეუს" ფსიქოლოგიის, ჟურნალისტიკის და ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამების სტუდენტებისთვის. პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია აისახება დიპლომსა და დიპლომის დანართში.

ცოდნა და გაცნობიერება

სტუდენტს გააჩნია:

  • მენეჯმენტის თანამედროვე კონცეფციების ცოდნა;
  • საწარმოს შრომითი რესურსების ეფექტიანი გამოყენების, ფასეულობათა ჯაჭვის ფორმირების, ბიზნეს-ოპერაციების, საწარმოო ფუნქციების შეფასებისა და ოპტიმიზაციის მეთოდების ცოდნა.

    სტუდენტი აცნობიერებს:

  • ორგანიზაციის ფუნქციონირებისა და მისი გარემოსთან ურთიერთქმედების კრიტიკული ანალიზის აუცილებლობას;
  • თანამედროვე კომუნიკაციების როლს მენეჯმენტში;
  • მენეჯერული თვისებებისა და ხელმძღვანელობის საკუთარი (ინდივიდუალური) სტილის გამომუშავების აუცილებლობას მეურნეობის ცალკეული დარგების მართვის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი 

სტუდენტს შეუძლია:

  • მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება, კონფლიქტების მართვა, საშტატო განრიგის შედგენა, პერსონალის მოტივირება, ახალი პროდუქციის (მომსახურების) შემუშავება და წარმოების, მატერიალური და არამატერიალური ნაკადების დაგეგმვა; 
  • სამუშაოთა ორგანიზების საპროექტო სისტემის გამოყენება, საწარმოს წინაშე წამოჭრილი რისკების შეფასება, ორგანიზაციის მიზნების განსაზღვრა და სისტემური დაპროექტება, მენეჯმენტის ოპერაციული სისტემის სრულყოფა და ღონისძიებათა სოციალურ-ეკონომიკური ეფექტიანობის შეფასება;
  • დასკვნის უნარი

სტუდენტს შეუძლია:

  • მმართველობით საქმიანობაში რაციონალური და ადეკვატური გადაწყვეტილებების მიღება;
  • ბიზნესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ახალი და კონკრეტული მონაცემების და/ან სიტუაციების დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე სათანადო დასკვნების გაკეთება.
  • პრობლემის გადასაწყვეტად სიტუაციის შესაბამისი ალტერნატიული გზების მოძიება, მათ შორის ოპტიმალურის შერჩევა და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება.

კომუნიკაციის უნარი

სტუდენტს შეუძლია:

  • კომპანიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის შესახებ საკუთარი მოსაზრებების წერილობით ფორმაში მომზადებაა და მისი ვერბალური ფორმით სპეციალისტებისთვის და არასპეციალისტებისთვის გადაცემა;
  • მონაცემთა ბაზების გამოყენებით არსებული ინფორმაციის გაანალიზება;
  • საჭიროების შემთხვევებში თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით საწარმოს დისტანციური მართვა;
  • კომუნიკაცია დარგის სპეციალისტებთან (და არა სპეციალისტებთან) ზოგადი და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით;
  • ბიზნესის სფეროში არსებული შესაბამისი საინფორმაციო მასალების (თეორიული, სტატისტიკური) გამოყენებით კონკრეტულ საკითხზე რეფერატული ხასიათის ნაშრომის მომზადება და პრეზეტაცია.

სწავლის უნარი

სტუდენტს შეუძლია

  • მენეჯმენტის სფეროში კარიერული წინსვლისათვის აუცილებელი სწავლის საჭიროებების დამოუკიდებლად განსაზღვრა;
  • ცოდნის რეგულარულად განახლება დარგობრივი ლიტერატურის კითხვით და მენეჯმენტის თეორიასა და პრაქტიკაში სიახლეების მიდევნების გზით; 
  • დამოუკიდებლად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია სპეციალური ლიტერატურის მეშვეობით და ინტერნეტის გამოყენებით; გამოკვეთოს საკუთარი პროფესიული ინტერესები.

ღირებულებები

  • გაცნობიერებული აქვს მენეჯმენტის სფეროში მოქმედი აუცილებელი ზოგადი და პროფესიული ღირებულები; 
  • პატივს სცემს პროფესიული ეთიკას და განუხრელად იცავს მას;
  • ცდილობს ახალი ღირებულებების დაამკვიდრებას, რომელიც შეესაბამება სამოქალაქო საზოგადოების სოციალურ-ეთიკურ მოთხოვნებსა და ზნეობრივ პრინციპებს.