




- ბიზნესის მართვის ფაკულტეტი
- ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
- მენეჯმენტის საბაკალავრო პროგრამა
- მენეჯმენტი Minor ბიზნესის მიმართულებისთვის
- მენეჯმენტი Minor სხვა მიმართულებისთვის
- HR მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა
- ფინანსების საბაკალავრო პროგრამა
- ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა
- საბანკო საქმის სამაგისტრო პროგრამა
- ტურიზმი Minor ბიზნესის მიმართულებისთვის
- ტურიზმი Мinor სხვა მიმართულებებისთვის
- ფინანსები Minor ბიზნესის მიმართულებისთვის
- ფინანსები Minor სხვა მიმართულებისთვის
- ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა
- ჰუმანიტარულ-სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი
- იურიდიული ფაკულტეტი
- მედიცინის ფაკულტეტი
- განათლების მართვის სკოლა
- კატალოგი
სწავლის შედეგები
ცოდნა და გაცნობიერება
საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულს გააჩნია ფართო/ზოგადი ცოდნა ფინანსების სფეროში, კერძოდ:
- ფლობს ფინანსების მეცნიერების თანამედროვე პრინციპებს, კონცეფციებსა და მეთოდებს, პროფესიულ საქმიანობისათვის აუცილებელ ცოდნას;
- იცნობს ბიზნეს- ტერმინოლოგიას, მეთოდებს, პრინციპებს, თეორიებს და კონცეფციებს, აგრეთვე დარგში მიმდინარე პროცესებს და მოვლენებს;
- იცის ბიზნეს–საქმიანობის ანალიზის და შეფასების რაოდენობრივი და სტატისტიკური მეთოდები;
- აქვს ორგანიზაციების ეროვნული და გლობალური ეკონომიკური გარემოს შესახებ ცოდნა;
- გააჩნია ბიზნესის ფუნქციონალური სფეროების: ოპერაციული მენეჯმენტის, პროექტების მართვის, მარკეტინგისა და გაყიდვების, ფინანსებისა და ბუღალტერიის, ზოგადი მენეჯმენტის, მართვის საკომუნიკაციო და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცოდნა და აცნობიერებს მათ ურთიერთკავშირს;
- აცნობიერებს ბიზნესის ადმინისტრირების საერთო სტრუქტურას და ქვედარგებს შორის ურთიერთკავშირს, როგორიცაა მენეჯმენტი, მარკეტინგი, ფინანსები, აღრიცხვა და აუდიტი.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
კურსდამთავრრებულს შეუძლია:
- ელექტრონული ცხრილების გამოყენება ბანკისა და საფინანსო-საკრედიტო ორგანიზაციის მუშაობის შედეგების ანალიზისთვის, წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
- კომპანიის ფინანსური ანალიზი წინასწარ განსაზღვრული მითითებების და ინსტრუმენტების გამოყე¬ნებით;
- საკრედიტო განაცხადის მომზადება და წარდგენა არსებული ინსტრუქციების შესაბამისად;
- ზოგადად საკრედიტო სფეროში და კონკრეტულად საბანკო სექტორში არსებული რისკების შეფასება წინასწარ განსაზღვრული მითითებებისა და მეთოდების შესაბამისად;
- ფინანსური მენეჯმენტის ეფექტურ მეთოდების გამოყენება კომპანიის წინაშე არსებული პრობლემების გადასაჭრელად წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
- საკრედიტო სფეროსთვის დამახასიათებელი პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
- პრაქტიკაში გამოიყენოს ბანკებისა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციების მართვის აპრობირებული მეთოდები და პრინციპები წინასწარ განსაზღვრული მითითებების მიხედვით;
- რისკის დაზღვევის მოწინავე ხერხებისა და მეთოდების პრაქტიკაში რეალიზაცია მითითებების შესაბამისად;
- პრაქტიკული ხასიათის საინვესტიციო პროექტების განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად;
- წინასწარი მითითებებით, დარგში არსებული საინფორმაციო ბაზის გამოყენება, პრაქტიკული ხასიათის პროექტის განხორციელებისთვის.
- საფინანსო სფეროსათვის დამახასითებელი მონაცემების შეგროვება და განმარტება;
- სპეციფიკური სტატისტიკური ინფორმაციის ანალიზი არსებული მეთოდების გამოყენებით;
- სფეროს შესაბამისი მონაცემების იდენტიფიცირებია, ანალიზი და დასაბუთებული დასკვნის გაკეთება
- საფინანსო და საბანკო სფეროში მიმდინარე ტენდენციების და არსებული რეალობის შესახებ დასაბუთებული და არგუმენტირებული დასკვნების გაკეთება, ზოგიერთი მეთოდის გამოყენებით.
- ინვესტირებასთან და დაფინანსებასთან დაკავშირებული ახალი და კონკრეტული მონაცემების და/ან სიტუაციების დამოუკიდებელი ანალიზის საფუძველზე სათანადო დასკვნების გაკეთება.
- პრობლემის გადასაწყვეტად სიტუაციის შესაბამისი ალტერნატიული გზების მოძიება, მათ შორის ოპტიმალურის შერჩევა და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთება.
- ეფექტური კომუნიკაცია
- კომპანიაში არსებული პრობლემების გადაწყვეტის შესახებ საკუთარი მოსაზრებების შესახებ ინფორმაციის წერილობით ფორმაში მომზადებისა და მისი ვერბალური ფორმით სპეციალისტებისთვის (და არასპეციალისტებისთვის) გადაცემა;
- მონაცემთა ბაზების გამოყენებით არსებული ინფორმაციის გაანალიზება;
- საჭიროების შემთხვევებში თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით საწარმოს დისტანციური მართვა;
- კომუნიკაცია დარგის სპეციალისტებთან (და არა სპეციალისტებთან) ზოგადი და პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვით;
- ბიზნესის სფეროში არსებული შესაბამისი საინფორმაციო მასალების (თეორიული, სტატისტიკური) გამოყენებით კონკრეტულ საკითხზე რეფერატული ხასიათის ნაშრომის მომზადება და პრეზეტაცია.
სწავლის უნარი
კურსდამთავრებულს შეუძლია :
- სწავლის პროცესში შეძენილი ცოდნის თანამიმდევრული შეფასება და სწავლის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
- დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება მოცე¬მუ¬ლი დარგის რომელ სფეროში გაიღრმაოს ცოდნა;
- დამოუკიდებლად, შესაბამისი, უახლესი ლიტერატურის გამოყენებით აიმაღლოს ცოდნის ხარისხი;
- ბიზნესის შესახებ ახალი ინფორმაციის მოპოვება, დაჯგუფება, დამუშავება და მიღებული ახალი ცოდნის ინტერპრეაცია;
- მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელება.
ღირებულებები
კურსდამთავრებული :
- აცნობიერებს ბიზნესის სფეროში მოქმედ აუცილებელ ზოგად და პროფესიულ ღირებულებს;
- მონაწილეობას იღებს მოწინავე ღირებულებებისა და ფასეულობების ფორმირება-დამკვიდრების პროცესში;
- მიისწრაფვის ახალი პროგრესული ღირებულებების დასამკვიდრებლად ზოგადად საზოგადოებაში და კონკრეტულად ბიზნესის სფეროში;
- მონაწილეობს ბიზნესის სფეროში ეთიკური ღირებულებების ფორმირების პროცესში და ისწრაფვის მათ დასამკვიდრებლად.