EN GE

სწავლის შედეგები

ტურიზმის დამატებითი (minor) პროგრამის სასწავლო კომპონენტების (სავალდებულო და არჩევითი სასწავლო კურსების) შინაარსი, სწავლის და სწავლების მეთოდებისა და კრედიტების მოცულობის გათვალისწინებით, უზრუნველყოფენ ამ კომპონენტით დასახული სწავლის შედეგების მიღწევას.

ცოდნა და გაცნობიერება
პროგრამის გავლის შედეგად:

  • სტუდენტმა იცის ტურიზმის როლი ადამიანის ცხოვრებაში და ტურისტული მომსახურებისადმი მომხმარებელთა მიერ წამოყენებული მოთხოვნები /მოლოდინები. ტურიზმის ძირითადი ცნებები და სახეობები, ტურიზმის ინდუსტრიის სტრუქტურა; 
  • ტურიზმის მმართველობითი კატეგორიები, შეისწავლა ტურიზმი, როგორც მენეჯმენტის ობიექტი, ტურიზმის მენეჯმენტის სისტემა.
  • სტუდენტმა იცის ტურიზმის სფეროში მარკეტინგის კონცეფციის რეალიზაციის თავისებურებები; ტურისტული ბაზრის სეგმენტაციის პრინციპები; ტურისტული პროდუქტის მიზნობრივი ბაზრის შეფასების კრიტერიუმები;
  • სტუდენტს აქვს საერთაშორის ტურიზმის სფეროსათვის დამახასიათებელი ფართო ცოდნა, რომელიც მოიცავს ტურიზმის განვითარების ისტორიის, ძირითადი ფაქტების, დეფინიციების, პრინციპებისა და პროცესების კრიტიკულ გააზრებას. შესწავლილი აქვს საერთაშორისო ტურიზმის განვითარების გლობალური და რეგიონული ასპექტები.
  • იცის ტურის პროექტირების არსი, მისი მნიშვნელობა ტურისტული ფირმის წარმატებული ფუნქციონირებისათვის; იცის ტურისტული საწარმოს საქმიანობის ძირითადი ასპექტები; ტურისტული მარშრუტის ტექნოლოგია; ერკვევა ტურისტული ფირმის ფუნქციონირების თავისებურებებში; 
  • იცის სასტუმრო ბიზნესის განვითარების, სასტუმროთა კლასიფიკაციის ზოგადი პრინციპები, სასტუმროს სტრუქტურა, სასტუმროს პერსონალის ფუნქციები, მომსახურების თანამედროვე ტექნოლოგიები;
  • სტუდენტმა იცის საერთაშორისო და რეგიონულ ტურისტულ ბაზარზე ტურიზმის მნიშვნელოვანი სეგმენტის – კულტურული ტურიზმის ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები; გააცნობიერა კულტურული ტურიზმის როლი და ადგილი საერთაშორისო მოგზაურებებში; შეისწავლა კულტურული ტურიზმის ბაზარი.
  • გააცნობიერა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში ტურიზმის, როგორც პრიორიტეტული დარგის, ეკონომიკური ინტეგრაციისა და გლობალიზაციის ფაქტორის ადგილისა და როლის მნიშვნელობა; იცის ტურიზმის სფეროში ბიზნეს–გეგმების შედგენისა და განხორციელების თეორიული ასპექტები.
  • სტუდენტს აქვს ფართო ცოდნა ტურიზმის გეოგრაფიის საგანსა და ამოცანებზე, იცის კვლევის ობიექტები და ფლობს ღირსშესანიშნაობების მიმოხილვის მეთოდიკას. შეისწავლა ტურისტული რაიონები, მათი იერარქია დ ტიპოლოგია, „დსთ“–ს ტურისტულ–რეკრეაციული ზონები და რაიონები.

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი


სტუდენტს შეუძლია ტურიზმის ძირითადი სახეობების/მიმართულებების შეფასება და ახდენს მათ ჩართვას ტურის დაგეგმვისას, ტურისტულ საწარმოში შეუძლია საქმიანობის დაგეგმვა, ორგანიზება და რესურსების განაწილება.

  • სტუდენტს შეუძლია მარკეტინგული ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი; ტურისტული ბაზრის მარკეტინგული კვლევის ორგანიზაცია; ტურპროდუქტის პოზიციონირება ბაზარზე;
  • შეუძლია ტურის დაგეგმვა და განხორციელება, იყენებს ტრანსნაციონალური ტუროპერატორული კომპანიების სფეროში მიმდინარე პროცესების ექსპერტული შეფასების მეთოდიკას; იყენებს ტურისტულ ბიზნესში მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების ტექნოლოგიების/ხერხების დადგენის მეთოდურ ასპექტებს; 
  • შეუძლია ტურისტული საწარმოს მართვასთან დაკავშირებული ინფორმაციის/მასალის განმარტება, შეპირისპირება, შეფასება, განზოგადება, შედარება და პრობლემების გადაჭრის გზების დასახვა.
  • შეუძლია სასტუმრო და საცხოვრებელი დაწესებულებების მართვა; სასტუმროთა ტექნიკური და ორგანიზაციუ¬ლი (განთავსება, ტრანსპორტით, კვებით და სასტუმრო სხვა სერვისით მომსახურება) ხასიათის პრობლემების გამოვლენა და ანა¬ლიზი;
  • სტუდენტს შეუძლია საერთაშორისო ტურისტული რესურსული პოტენციალის შერჩევა და შეფასება; საერთაშორისო ტურისტების უსაფრთხოების წესების დაცვა; საერთაშორისო ტურისტის უფლებების განსაზღვრა;
  • შეუძლია მოახდინოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კლასიფიცირება და მათი ეფექტური გამოყენება ტურისტული პროდუქტის ფორმირების პროცესში; კულტურული ტურიზმის თავისებურებების გამოკვეთა და მათი ფორმულირება; 
  • შეუძლია ბიზნეს-გარემოს გათვალისწინებით ტუ¬რის¬ტული ორგანიზაციის საქმიანობის დაგეგმვა; ტურისტულ საწარმოებში ფინანსური ინფორმაციის ანალიზი, სინთეზი.
  • სტუდენტს შეუძლია შეაფასოს ფიზიკური რეკრეაციისათვის განკუთვნილ ეკიპირებაში გამოყენებული ტექნოლოგიები. პრაქტიკულად გამოიყენოს ეს ეკიპირება და სწორი რჩევები მისცეს ტურისტს მათი შეძენის თუ გამოყენების პროცესში.

დასკვნის უნარი

  • შეუძლია ტურიზმის საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვება და მისი გააზრება დროისა და სივრცის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი დასკვნების გამოტანა; 
  • აქვს ტურიზმის სფეროს ორგანიზაციის წინაშე არსებული პრობლემის ანალიზის, სტრუქტურირების და გადაჭრის უნარი, ასევე პროექტების შემუშავებისა და მართვის უნარი, ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის დანერგვისა და კონტროლის უნარი. 
  • შეუძლია შესაბამისი მონაცემების ანალიზის საფუძველზე ტურისტული ბაზრის მარკეტინგული კვლევის შედეგების სწორად ფორმულირება და სათანადო დასკვნების გამოტანა.
  • გააჩნია სასტუმრო ბიზნესის პრობლემების პროგნოზირებისა და შეფასების უნარი.

კომუნიკაციის უნარი

  • სტუდენტს შეუძლია კომუნიკაცია ტურიზმის საკითხებზე და დისკუსიაში მონაწილეობა შესაბამისი არგუმენტაციითა და ტერმინოლოგიის გამოყენებით. 
  • შეუძლია ტურიზმის საკითხებზე წერილობითი ანგარიშის და პრეზენტაციის მომზადება საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებით და წარდგენა არასპეციალისტებთან.
  • სწავლის უნარი
  • ტურიზმის სფეროში ცალკეული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზების გააზრების მიზნით სტუდენტს შეუძლია ხელმი¬საწვდომი ლიტერატურისა და არსებული რესურსების გამოყენებით გაიღრმავოს ცოდნა.
  • გააზრებული აქვს სწავლისა და განვითარების მიმართულებით ცოდნის მუდმივად გაღრმავების აუცილებლობა, როგორც წარმატების პირობა; გააცნობიერა უწყვეტი განათლების აუცილებლობა.
  • ინფორმაციის წყაროების (ბიბლიოგრაფია, დოკუმენტები, ვებ-გვერდები) მოძიების, რეალური წყაროს განსაზღვრისას სტუდენტი არსებული რესურსების დახმარებით მართავს საკუთარ სწავლებას და აფასებს მას.

ღირებულებები

  • სტუდენტს გააზრებული აქვს რა ტურიზმის განვითარების როლი ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე, მიზანდასახულად მიისწრაფის საზოგადოებრივი ფასეულობების დამკვიდრებისაკენ, პატივს სცემს ჰუმანურობისა და სამართლიანობის პრინციპებს.
  • იცავს ეთიკურ ნორმებს. გააცნობიერა ტურიზმის შემეცნებითი, კულტურულ–გამაჯანსაღებელი როლი ადამიანის ცხოვრებაში; აცნობიერებს სამართლებრივ, ეთიკურ და კულტურულ პასუხისმგებლობას ტურისტულ ორგანიზაციაში და საზოგადოებაში.