English
EN GE

სწავლის შედეგები

კურსდამთავრებული შეიძენს ფინანსების დარგის სპეციალისტის მაღალკვალიფიციური სტანდარტების მისაღწევად აუცილებელ დარგობრივ და ზოგად კომპეტენციებს, რომლებიც წარმოადგენს ცოდნის, უნარ–ჩვევების, ღირებულებებისა და ვალდებულებების ერთობლიობას.

დამატებითი სპეციალობის სასწავლო კურსები განკუთვნილია სასწავლო ეროვნული უნივერსიტეტის ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. პროგრამის დასრულების შესახებ ინფორმაცია აისახება დიპლომსა და დიპლომის დანართში.

ცოდნა და გაცნობიერება

აქვს ფინანსების სფეროს ფართო ცოდნა. გააჩნია ფინანსების, ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრების, საგადასახადო და ფინანსური აღრიცხვის ცოდნა. აცნობიერებს ბიზნესის ადმინისტრირებისა და ფინანსების სფეროს ურთიერთკავშირს. შეუძლია კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის სათანადო ცოდნის და პროფესიული სხვა უნარების გამოყენება; არგუმენტირებული დასკვნის გაკეთება, თვითრეალიზაცია, შინაგანი მოტივაცია, დაგეგმვის და ორგანიზაციული საქმიანობის რესურსების ოპტიმალური გამოყენება.
ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარი
შეუძლია საფინანსო სფეროში მოკლევადიანი და გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება და საბაზრო რისკების შეფასება; ფინანსური დოკუმენტების ინტერპრეტაცია, ფინანსური ინფორმაციის თავმოყრა, ანალიზი, ანგარიშების მომზადება და წარდგენა; საბუღალტრო და ფინანსური აღრიცხვის სისტემების გამოყენება, ბიუჯეტის მომზადება, ორგანიზაციის წინაშე მდგარი პრობლემების დიაგნოსტირება და მის გადასაჭრელად შესაბამისი მეთოდების გამოყენება; ფინანსური ანგარიშგების ფორმების შედგენა და მათი ანალიტიკური დამუშავება.

დასკვნის უნარი

შეუძლია სამეურნეო სუბიექტის ეკონომიკური პოტენციალის გამოკვეთა და დახასიათება, ფინანსური, საბიუჯეტო, საგადასახადო სისტემების მოდელების აგება, მათი შეჯერება-შეთანაწყობის საფუძველზე სწორი და აუცილებელი დასკვნების გაკეთება; ფინანსური მენეჯმენტის მრავალპლანიანი ამოცანების ყოველმხრივი შეფასების, სამეურნეო-საფინანსო საქმიანობაზე ფინანსურ-ანალიტიკური კვლევების ჩატარების შედეგად გაკეთებული ლოგიკური დასკვნების საფუძველზე სწორი გადაწყვეტილების მიღება.

კომუნიკაციის უნარი


შეუძლია ფინანსების სფეროში არსებული პრობლემების შესახებ საკუთარი იდეებისა და მოსაზრებების წარმოდგენა როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით; შეუძლია საკონფერენციო მოხსენებების- თემების, რეფერატის მომზადება და პრეზენტაცია; გააჩნია ფინანსური საქმიანობისათვის შესაბამისი საინფორმაციო ბაზებისა და პროგრამების გამოყენების უნარი.

სწავლის უნარი


შეუძლია ფინანსების სფეროში კარიერული წინსვლისათვის აუცილებელი სწავლის საჭიროებების დამოუკიდებლად განსაზღვრა. შეუძლია ცოდნის რეგულარულად განახლება დარგობრივი ლიტერატურის კითხვით და ფინანსების თეორიასა და პრაქტიკაში სიახლეების მიდევნების გზით; შეუძლია დამოუკიდებლად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია სპეციალური ლიტერატურის მეშვეობით და ინტერნეტის გამოყენებით; გამოკვეთოს საკუთარი პროფესიული ინტერესები

ღირებულებები


იცავს ფინანსური საქმიანობისათვის დაწესებულ ეთიკურ ნორმებს და უფრთხილდება პროფესიულ ღირებულებებს; ნებისმიერ სიტუაციაში საქმისა და კოლეგებისადმი რჩება კეთილსინდისიერი, პუნქტუალური, სამართლიანი; შეუძლია კრიტიკულ სიტუაციებში პროფესიული ღირებულებების და ეთიკური ნორმების დაცვა.