English
EN GE

პროგრამული განვითარების სამსახური

 

პროგრამული განვითარების სამსახური უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროცესების მართვის, შეფასებისა და მონიტორინგის პროცესების განხორციელებას, საუნივერსიტეტო სასწავლო სივრცის განვითარებას, ელექტრონული სწავლების სისტემების დანერგვას,  უახლესი საგანმანათლებლო ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო პროცესში ინტეგრირებას.

 

პროგრამული განვითარების სამსახურის მიზანია:

  • პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
  • უნივერსიტეტში პროგრამული უზრუნველყოფის პროცესების ავტომატიზაცია და შესაბამისად სტუდენტთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
  • თანამედროვე ინფორმაციული სისტემების განვითარება და უნივერსიტეტში დანერგვა;
  • უნივერსიტეტის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო ინფრასტრუქტურის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განვითარება და ადმინისტრირება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრა და დანერგვა;
  • ახალი სისტემური პროგრამული საშუალებებისა და მათი თანმხლები პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლა და უნივერსიტეტში დანერგვა;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის პროცესების დაგეგმვა და ავტომატიზაცია;
  • სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, დანერგვა და ადმინისტრირება;

 

პროგრამული განვითარების სამსახურის შემადგენლობაში შედიან პროგრამული განვითარების სამსახურის უფროსი და სასწავლო პროცესის ელექტრონული ბაზების სპეციალისტები.

 

პროგრამული განვითარების სამსახურის უფროსსა და სასწავლო პროცესის ელექტრონული ბაზების სპეციალისტებს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს რექტორი.

 

პროგრამული განვითარების სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის რექტორისა და რექტორის მოადგილის წინაშე.

 

პროგრამული განვითარების სამსახურის უფროსი:

  • ხელმძღვანელობს სამსახურის საქმიანობას;
  • პასუხისმგებელია სამსახურის ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
  • ანაწილებს ფუნქციებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, აკონტროლებს მათი შესრულების ხარისხს;
  • შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის საქმიანობისთვის  და  ამოცანების შესასრულებლად;
  • ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული   ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს  რექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით.
  • სამუშაო დავალებიდან გამომდინარე, იღებს გადაწყვეტილებას საშტატო თუ შტატგარეშე თანამშრომელთა სამსახურში მოწვევის, ასევე შესაბამისი მომსახურების შესყიდვის შესახებ
  • წარადგენს ანგარიშს სამსახურის მუშაობის შესახებ   რექტორის დავალებით;
  • შუამდგომლობს იმ სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამსახურის საქმიანობისთვის  და  ამოცანების შესასრულებლად;
  • ორგანიზებას უწევს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული   ფუნქციების შესრულებას, რისთვისაც წარუდგენს  რექტორს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;
  • ახორციელებს ამ დებულებით, სეუ-ს სამართლებრივი აქტებითა  და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებსა და დავალებებს.

 

სასწავლო პროცესის ელექტრონული ბაზების სპეციალისტის ამოცანებია:

  • უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მართვის ავტომატიზაცია;
  • სასწავლო ცხრილების ატვირთვა;
  • სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაცია;
  • სისტემის მომხმარებლების ინფორმაციის (ადმინისტრაცია, ლექტორი, სტუდენტი)  ატვირთვა პანელის მართვა;
  • სტუდენტთა ფინანსური მოდულის ავტომატიზაცია;
  • შიდა და გარე მობილობის დროს სასწავლო კურსების აღიარება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების შექმნა და დაცვა.