English
EN GE

საფინანსო სამსახური უზრუნველყოფს საუნივერსიტეტო საბუღალტრო და ფინანსურ ანგარიშგებას, ფინანსური რესურსის მართვას, დაგეგმვასა და კონტროლს, საუნივერსიტეტო ანგარიშსწორებებს, შესყიდვებს და ორგანიზაციის ფინანსურ ბრუნვასთან დაკავშირებულ სხვა პროცესებს.

საფინანსო სამსახური თავისი ამოცანების მისაღწევად, ახორციელებს შემდეგ უფლებამოსილებებს:

  • ატარებს  სეუ-ს  საფინანსო და ბუღალტრული მონაცემების ზუსტ აღრიცხვას;
  • ახორციელებს ბიუჯეტთან და  სეუ-ს  პერსონალთან დროულ ანგარიშსწორებას;
  • ყოველი კვარტლის ბოლოს  ახორციელებს ანგარიშის მომზადებას  სეუ-ს  ფინანსური მდგომარეობის შესახებ რექტორისათვის წარსადგენად;
  • ასრულებს ფულადი შენატანების აღრიცხვას  და  დანიშნულების  მიხედვით გაცემას;
  • აკეთებს სახელფასო  ფონდისა და სტრუქტურული დანაყოფების ხარჯების ანალიზს;
  • წარუდგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს   ფინანსური დავალიანების მქონე სტუდენტთა სიას;
  • რექტორის დავალებით ხსნის ბანკებში საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს;
  • უზრუნველყოფს უნივერსიტეტისა და სტუდენტებს შორის არსებული ფინანსური ურთიერთობების მონიტორინგს;
  • აღასრულებს რექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს.
  • საფინანსო სამსახურს (შემდეგში - სამსახური) ანგარიშვალდებულია უნივერსიტეტის  ფინანსური დირექტორისა და რექტორის მიმართ

 

საფინანსო სამსახურის შემადგენლობაში შედიან მთავარი ბუღალტერი და ბუღალტერები,