English
EN GE

იურიდიული სამსახური უზრუნველყოფს ორგანიზაციის სამართლებრივ მხარდაჭერას, ორგანიზაციის შიგნით სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებითა და აქტუალური ინფორმაციის მიწოდებით, ასევე ორგანიზაციის გარეთ, სახელშეკრულებო და სამართლებრივად სადაო საკითხებში სეუ-ს სამართლებრივი წარმომადგენლობის გზით.

 

იურიდიული სამსახურის   (შემდეგში-სამსახური) კომპეტენციაში შედის:

  • სეუ-ს საქმიანობის ფარგლებში ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში მოსამზადებელი ხელშეკრულებების, სამართლებრივი აქტების პროექტების, შინაგანაწესის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპეტენციის ფარგლებში შემოსული განცხადებების განხილვაში მონაწილეობის მიღება;
  • ქვეყნის განათლების სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, სეუ-ს  დოკუმენტაციის  ქვეყნის კანონმდებლობასთან  შესაბამისობაში მოყვანა;
  • სეუ-ს თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა საგანმანათლებლო და შრომით ურთიერთობებზე;
  • სეუ-ს  საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა.