English
EN GE

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის მიზანია: სეუ-ს მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით უზრუნველყოფა, პერსონალის მართვის პოლიტიკის უნივერსიტეტში გატარება, კადრების დაკავებულ თანამდებობებთან (პოზიციებთან) შესაბამისობის მონიტორინგი, ორგანიზაციის  მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად თანამშრომლების მუდმივი განვითარება მაღალკვალიფიციური, თანამედროვეობის შესაბამისი კადრების შენარჩუნება/მომზადების მიზნით, თანამშრომლების მოტივაციისა და კმაყოფილების ზრდა, საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკის შესაბამისი შერჩევის, შეფასებისა და მოტივაციის სისტემების შექმნა/განვითარება და თანამშრომელთა პირადი საქმეების წარმოების სისტემის უზრუნველყოფა;

 

ადამიანური რესურსების სამსახურის ფუნქციებია:

  • კვალიფიციური ადამიანური რესურსის მოზიდვა, შერჩევა/დაქირავების პროცესის ორგანიზება და მართვა ორგანიზაციის  მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად;
  • თანამშრომლების პირადი საქმეების ადმინისტრირება;
  • თანამშრომლების შრომით საქმიანობასთან დაკავშირებული ურთიერთობების მართვა და სათანადო დოკუმენტების გაფორმება;
  • ჩატარებული კონკურსების შედეგად საუკეთესო კანდიდატთაგან საკადრო რეზერვის შექმნა, არსებული საკადრო ბაზის გაუმჯობესების, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლებისათვის საჭირო ღონისძიებების ინიცირება და ორგანიზება;
  • სამუშაო აღწერილობების და საქმიანობის ინსტრუქციების მომზადება/განახლება;
  • თანამშრომელთა ტრენინგების საჭიროების კვლევა, ტრენინგების გეგმის შედგენა, ხელმძღვანელობასთან შეთანხმება და მათი ჩატარების ორგანიზება;
  • თანამშრომელთა შეფასებისა და ანგარიშგების სისტემების შემუშავება/დანერგვა/განახლება;
  • თანამშრომლების მატერიალური და არამატერიალური მოტივაციის სისტემების შემუშავება/განახლება; ამ მიზნით შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
  • თანამშრომლების მიერ შესრულებული სამუშაოების შეფასების სისტემის ორგანიზება;
  • თანამშრომელთა მიერ შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებით დასმული საკითხების განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
  • თანამშრომელთა გუნდური მუშაობის და მათ შორის არაფორმალური ურთიერთობების განვითარებისთვის ღონისძიებების ორგანიზება;
  • თანამშრომელთა შორის შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების მართვა;
  • თანამშრომელთათვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფისათვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა;