English
EN GE

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU ISC 2019

16 თებერვალი 2019, თბილისი 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიანუალური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია  SEU 2019

ბიანუალური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU 2019-ისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო. მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებს და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:  

  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტურიზმი
  • სამართალი
  • სოციალური მეცნიერებები
  • ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • ჯანდაცვა/მედიცინა
  • მატემატიკა და ზუსტი მეცნიერებები
  • ინჟინერია და ინფორმატიკა

 

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური.

აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

ნაშრომების წარმოდგენა განხორციელდება როგორც ზეპირი, ასევე პოსტერული პრეზენტაციის სახით.

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები. მონაწილეს ან მონაწილეთა ჯგუფს შეუძლია წარმოადგინოს მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი. 

მოხდება ნაშრომების რეფერირება, ყველა მიღებული ნაშრომი გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მასალების კრებულში.

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში.

კონფერენციაში მონაწილეობა (გარდა მგზავრობის ხარჯებისა) ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.

 

კონფერენციაზე რეგისტრაცია წარმოებს 2019 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით.

საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 13 იანვრისა. 

განსაზღვრული ვადების დაღვევით გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება. 

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კამპუსში, მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის . N17

კონფერენციის ჩატარების პერიოდი: 2019 წლის 16 თებერვალი 

-

მონაწილის სარეგისტრაციო ფორმა

საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე Science@seu.edu.ge