English
EN GE

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია SEU 2018

 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს

ბიანუალური საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია  SEU 2018

 

კონფერენციის სექციები:

 

  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტურიზმი
  • სამართალი
  • სოციალური მეცნიერებები (ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და სხვა)
  • განათლება და ჰუმანიტარული მეცნიერებები
  • ჯანდაცვა/მედიცინა
  • მატემატიკა და ზუსტი მეცნიერებები
  • ინჟინერია და ინფორმატიკა

-

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კამპუსში, მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9

კონფერენციის ჩატარების პერიოდი: 2018 წლის 20 მაისი

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობა კონკურსანტს შეუძლია კონფერენციაზე დასწრების, კონფერენციაში ონლაინ ჩართვის ან მხოლოდ სამეცნიერო ნაშრომის გამოქვეყნების ფორმატით.

კონფერენციის თეზისების კრებული გამოქვეყნდება.

კონფერენციაში მონაწილეობა ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს მიერ.

კონფერენციაზე რეგისტრაცია (მონაწილის რეგისტრაცია და სტატიის წარმოდგენა) წარმოებს 2018 წლის 15 აპრილის ჩათვლით

სტუდენტური კონფერენციის დღის წესრიგი  
მონაწილის სარეგისტრაციო ფორმა
საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე Conference@seu.edu.ge