English
EN GE

გამოქვეყნდა:   29 დეკემბერი 2017

საბუთების შემოტანის ვადა: 30/01/2018 – 10/02/2018 

ბოლო ვადა: 10 თებერვალი 2018

 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად ბიზნესის მართვის ფაკულტეტზე ტურიზმის მიმართულებებით.

 

საკონკურსო ვაკანსიები:

  1. პროფესორი - 1 ვაკანსია
  2. ასოცირებული პროფესორი - 3 ვაკანსია
  3. ასისტენტ-პროფესორი - 1 ვაკანსია

 

აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ კონკურსანტებს უნივერსიტეტთან აფილირება შეეთავაზებათ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს აკადემიური პერსონალის აფილირების წესის შესაბამისად.

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან აკადემიური ან პროფესიული ნიშნით შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.

 

საკონკურსო კრიტერიუმები:

 

1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობისთვის:

1.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2)  არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო­პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 

3) შესაბამისი საკონკურსო  მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; 

4) ტურიზმის მიმართულებით პროგრამის კონცეპტუალური ხედვა და პროგრამის ძირითადი სასწავლო კურსების სილაბუსების (არანაკლებ 5 სასწავლო კურსში) შემუშავების გამოცდილება.

ან

1.2. პროფესიული ნიშნით:

1) საზღვარგარეთ (აშშ ან ევროპის ქვეყნებში) მიღებული დოქტორის აკადემიური ხარისხი;

2) საზღვარგარეთ სამეცნიერო­კვლევითი საქმიანობის განხორციელების გამოცდილება 

3) საქართველოში ან/და საზღვარგარეთ შესაბამის დარგში პრაქტიკული საქმიანობის განხორციელების გამოცდილება;

4) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; 

5) ტურიზმის მიმართულებით პროგრამის კონცეპტუალური ხედვა და პროგრამის ძირითადი სასწავლო კურსების სილაბუსების (არანაკლებ 5 სასწავლო კურსში) შემუშავების გამოცდილება.

2. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

2.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2)  არანაკლებ 3 წლის სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 

3) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

4) შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 4 სასწავლო კურსში).

ან

2.2. პროფესიული ნიშნით:

1) დარგის ადექვატური პროფესიული გამოცდილება, რაც შესაძლებელია დადასტურდეს ერთ­ერთი შემდეგი ნიშნით:

ა) არანაკლებ 5 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია ტურიზმის სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან

ბ) სამეცნიერო­კვლევითი (არანაკლებ 5 პუბლიკაციისა შესაბამის დარგში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური საქმიანობის არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით; 

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები;

3) შესაბამისი სასწავლო კურსების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 4 სასწავლო კურსში).

2. ასისტენტ­პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

2.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების განხორციელების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება (არანაკლებ 3 სასწავლო კურსში).

ან

2.2. პროფესიული ნიშნით:

1) არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილებით შესაბამის დარგში, რაც დაკავშირებულია ტურიზმის სფეროში წამყვან თანამდებობებზე პრაქტიკულ მოღვაწეობასთან

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსების განხორციელების ხედვა / შესაბამისი სასწავლო კურსების  სილაბუსის შემუშავების გამოცდილება(არანაკლებ 3 სასწავლო კურსში) .

 

დამატებითი კრიტერიუმები:

1).უცხო ენის ცოდნა და ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატები

2). დარგში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;

3). სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;

4). პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით. (განცხადებად ჩაითვლება ელექტრონული წერილის საგანში შესაბამისი ვაკანსიის მითითება);

2. ავტობიოგრაფია (CV) ან კონკურსანტის შევსებული ანკეტა;

3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4. საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია ­ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა შ;

5. დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).

6. კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი, შესაბამისი საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი რაოდენობით).

7. საგანმანათლებლო პროგრამის კონცეპცია. (პროფესორის თანამდებობისთვის)

 

კონკურსის ეტაპები:

1. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)

2. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).

 

კონკურსის პირობები:

1. საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.

2. კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.

 

კონკურსანტების შერჩევის პირობები:

ა) პირველ ეტაპზე ­ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით;

გ) მეორე ეტაპზე ­ საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, ასევე დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით.

გ) შერჩეული კონკურსანტების წარდგენა მოხდება უნივერსიტეტთან აფილირების შეთანხმების პირობით.

 

 

 

 

კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2017 წლის 29 დეკემბრიდან

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 30 იანვრიდან  2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.

3. კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2018 წლის 13 თებერვალს.

4. კონკურსის მეორე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2018 წლის 14 თებერვალს.

5. კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2018 წლის 16 თებერვალს.

6. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2018 წლის 19 თებერვლის ჩათვლით.

7. სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 21 თებერვალს.

8. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოქვეყნდება 2018 წლის 22 თებერვალს.

 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge   (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ­ფოსტა: hr@seu.edu.ge    ტელ: 2 90 00 00 შიდა 21 ან 2 90 00 00 შიდა 13

 

დამატებითი დოკუმენტაცია:

კონკურსანტის ანკეტა

სილაბუსის ჩარჩო ფორმა

აკადემიური კონკურსის ჩატარების წესი

აფილირებული აკადემიური პერსონალის სამუშაო აღწერილობა