English
EN GE

გამოქვეყნდა:   27 ნოემბერი 2017

საბუთების შემოტანის ვადა: 28/12/2017 – 10/01/2018 

ბოლო ვადა: 10 იანვარი 2018

 

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი "სეუ" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების (პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) დასაკავებლად მედიცინის ფაკულტეტზე დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან საგანმანათლებლო პროგრამაზე.

 

საკონკურსო ვაკანსიები:

  1. პროფესორი - 1 ვაკანსია
  2. ასისტენტ პროფესორი - 2 ვაკანსია

მედიცინის მიმართულებები: - სამედიცინო სექსოლოგია, სამედიცინო ქიმია-ბიოქიმია, ოფტალმოლოგია

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, კონკურსანტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამის საკონკურსო ვაკანსიასთან შესაბამისობა, ქვემოთ მოყვანილი კრიტერიუმებით.

 

საკონკურსო კრიტერიუმები:

1. პროფესორის აკადემიურ თანამდებობისთვის:

1) დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2)  არანაკლებ 6 წლის სამეცნიერო­პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; 

3) შესაბამისი საკონკურსო  მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაციების ავტორობა/თანაავტორობა; 

4) საუნივერსიტეტო უცხო ენის სწავლების პროგრამის კონცეპტუალური ხედვა და სასწავლო კურსის (სილაბუსის) შემუშავების გამოცდილება.

5) ინგლისური ენის პროგრამის განხორციელებისთვის აუცლილებელ (არანაკლებ B2 დონეზე) ცოდნა.

6) 5 წლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილება (კლინიკური სასწავლო დისციპლინებისთვის)

 

3. ასისტენტ­პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე:

3.1. აკადემიური ნიშნით:

1) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი;

2) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების თემატიკის მიმართულებით უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული სამეცნიერო პუბლიკაცია/პუბლიკაციები.

3) შესაბამისი სასწავლო კურსის/კურსების განხორციელების ხედვა / სილაბუსის შემუშავების გამოცდილება.

4) ინგლისური ენის სასწავლო პროცესის განხორციელებისთვის შესაბამის (მინიმუმ B2) დონეზე ცოდნა.

6) 5 წლიანი კლინიკური მუშაობის გამოცდილება (კლინიკური სასწავლო დისციპლინებისთვის)

 

დამატებითი კრიტერიუმები:

1) სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობა, სამეცნიერო სტიპენდიები და გრანტები;

2) პროფესიული განვითარების სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;

 

საკონკურსოდ წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

1. განცხადება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად შესაბამისი აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით. (განცხადებად ჩაითვლება ელექტრონული წერილის საგანში შესაბამისი ვაკანსიის მითითება);

2. ავტობიოგრაფია (CV) ან კონკურსანტის შევსებული ანკეტა;

3. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

4. საკონკურსო ვაკანსიისთვის დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი დოკუმენტაცია ­ კვალიფიკაციის დამადასტურებელი საგანმანათლებლო დოკუმენტები, ინფორმაცია პროფესიული გამოცდილების, გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების შესახებ და ა შ;

5. ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატი და დამატებით კრიტერიუმებთან კონკურსანტის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (სურვილისამებრ).

6. კონკურსანტის განსახორციელებელი სასწავლო კურსების ხედვა (აღწერა ან/და სილაბუსი).

7. საუნივერსიტეტო უცხო ენის სწავლების პროგრამის კონცეპცია. (პროფესორის თანამდებობისთვის)

8. საექიმო საქმიანობის სახელმიწფო სერტიფიკატი და კლინიკური მუშაობის სტაჟის დამადასტურებელი დოკუმენტი (კლინიკური დისციპლინების პროფესორებისთვის)

 

კონკურსის ეტაპები:

1. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა (კონკურსანტების დაუსწრებლად)

2. ტესტირება ინგლისურ ენაში (იმ კონკურსანტებისთვის, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ ენობრივი კომპეტენციის სერტიფიკატი)

2. საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).

 

კონკურსის პირობები:

1. საკონკურსო განაცხადი და შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადებში.

2. კომისია უფლებამოსილია გადაამოწმოს კონკურსანტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის და დოკუმენტაციის სისწორე ან/და მოსთხოვოს კონკურსანტს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა. დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შემთხვევაში, კონკურსის შემდეგ ეტაპზე პირი დაიშვება შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის პირობით.

 

 

კონკურსანტების შერჩევის პირობები:

ა) პირველ ეტაპზე ­ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გადარჩევით, დოკუმენტაციის სისრულისა და ძირითად კრიტერიუმებთან მათი განაცხადების შესაბამისობის დადგენით

გ) მეორე ეტაპზე ­ ინგლისურ ენაში ტესტირებით, იმ კონკურსანტებისთვის, რომლებსაც არ წარმოუდგენიათ შესაბამისი ენობრივი კომპეტენციის დონის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი

გ) მესამე ეტაპზე - საკონკურსო კომისიის მიერ კონკურსანტის თითოეულ ძირითად კრიტერიუმთან, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტთა რაოდენობა აღემატება შესაბამის ვაკანსიათა რაოდენობას, დამატებით კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებით.

 

კონკურსის ვადები:

1. კონკურსი გამოცხადებულია 2017 წლის 27 დეკემბრიდან

2. აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2018 წლის 30 იანვრიდან  2018 წლის 10 თებერვლის ჩათვლით.

3. კონკურსის პირველი ეტაპი ­ საბუთების გადარჩევა ­ ჩატარდება 2018 წლის 14 თებერვალს.

4. კონკურსის მეორე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში ჩატარდება 2018 წლის 15 თებერვალს.

4. კონკურსის მესამე ეტაპი ­ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება ­ ჩატარდება 2018 წლის 17 თებერვალს.

5. კონკურს გავლილ მონაწილეთა სია გამოქვეყნდება 2018 წლის 19 თებერვალს.

6. სააპელაციო განაცხადები მიიღება 2018 წლის 20  თებერვლის  ჩათვლით.

7. სააპელაციო განაცხადების განხილვა ჩატარდება 2018 წლის 21 თებერვალს.

8. კონკურსის საბოლოო შედეგები გამოცხადდება 2018 წლის 22 თებერვალს.

 

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@seu.edu.ge   (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობის და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.

საკონტაქტო ელ­ფოსტა: hr@seu.edu.ge    ტელ: 2 90 00 00 შიდა 21 ან 2 90 00 00 შიდა 13

 

დამატებითი დოკუმენტაცია:

კონკურსანტის ანკეტა

სილაბუსის ჩარჩო ფორმა

აკადემიური კონკურსის ჩატარების წესი