სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

ვაკანსიები

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ აცხადებს ვაკანსიას ვებ-დეველოპერის პოზიციაზე

 

სამუშაოს აღწერა:

  • უნივერსიტეტის ვებ-გვერდის განვითარებაზე მუშაობა
  • ვებგვერდზე ახალი მოდულების დანერგვა
  • ვებგვერდის საძიებო სისტემებთან ადაპტაცია
  • ახალი და არსებული პროგრამული უზრუნველყოფის განვითარება;
  • მოწოდებული ტექნიკური ამოცანების შეფასება და განხორციელება;
  • განხორციელებული პროგრამული ცვლილებების ტესტირების მხარდაჭერა;
  • განყოფილების შიდა სტანდარტების, პროცედურების და ინსტრუქციების დაცვა.

 

განათლება და გამოცდილება:                           

  • სასურველია ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი კომპიუტერულ მეცნიერებებში;
  • ვებგვერდების დამზადების გამოცდილება

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • WEB პროგრამირების ტექნოლოგიების ცოდნა ( HTML , CSS, JS)
  • ANGULAR – კარგი ცოდნა
  • PHP OOP- ზე წერის გამოცდილება
  • php framework-ის ცოდნა (უპირატესობა მიენიჭება laravel-ს)
  • სასურველია ვერსიის მართვის სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (version control system, github)
  • SEO - ძიების სისტემებთან ოპტიმიზაციის ცოდნა

 

უნარ-ჩვევები:

  • ვებგვერდების საძიებო სისტემასთან ადაპტაცია
  • ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ამოცანის შესასრულებლად სავარაუდო ვადის დადგენა და დაცვა
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • რამდენიმე ამოცანის ერთდორულად შესრულების უნარი
  • დამოუკიდებელი მუშაობის უნარი
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პუნქტუალურობა
  • მიზანსწრაფულობა
  • პრობლემების გადაჭრის უნარი

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად: 

 განაცხადების გადარჩევა

 გასაუბრება

შერჩევისას პრიორიტეტული იქნება პორტფოლიო და ნამუშევრები.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 15 აპრილი 2018 წელი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) და პორტფოლიო ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!

Message body empty