არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

SEU-ს ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე - "სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება პოლონურ სამეცნიერო ჟურნალებში"

10 ივლისი
zoom.us 12:00

10 ივლისს, პროფესორ-მასწავლებლებისთვის საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ს ორგანიზებით გაიმართა ვებინარი თემაზე - "სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნება პოლონურ სამეცნიერო ჟურნალებში". სემინარს უძღვებოდა SEU-ს მოწვეული პროფესორი, ლაზარსკის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტის დეკანი, ეკონომიკის დოქტორი მარტინ დალი. 

ვებინარზე განხილური იქნა პოლონური სამეცნიერო, იმპაქტ-ფატორების მქონე ჟურნალების მოძიების ტექნიკა, მისი შერჩევისა და მასში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესაძლებლობა და მასთან დაკავშირებული შინაარსობრივი და ტექნიკური დეტალები. ვებინარში მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ SEU-ს, არამედ საქართველოს 7 სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორ- მასწავლებლებმა.