არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კარიერული განვითარების ონლაინ კვირეული

11 ოქტომბერი
Zoom.us

12 – 16 ოქტომბრის ჩათვლით, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU კარიერული განვითარების კვირეულს უმასპინძლებს, რომლის ფარგლებშიც წამყვანი კომპანიების HR მენეჯერები და წარმომადგენლები განიხილავენ ისეთ აქტუალურ საკითხებს როგორიცაა:  როგორ ვიპოვნოთ სასურველი სამსახური? როგორ დავსაქმდეთ სასურველ კომპანიაში? ეფექტური  სამოტივაციო წერილის შედგენა და სხვა.

კვირეული SEU-ს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის, კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით გაიმართება.

კარიერული განვითარების კვირეული მიზნად ისახავს სტუდენტებისა და კურსდამთავრებულების კარიერული მართვის კომპეტენციების განვითარებას. 

ტრენინგების თემები იხილეთ: 

12 ოქტომბერი (ორშაბათი)

  • თემაჩვენ გეძებთ შენ! ანუ როგორ მოვხვდეთ სასურველ კომპანიაში
  • სპიკერი HR Hub-ის დამფუძნებლები: ანა გზირიშვილი და ანა ნავდარაშვილი.
  • ონლაინ საჯარო ლექციაზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო 
  • ფორმა: https://bit.ly/3iG8rgp
  • საათი:  18:00 სთ


13 ოქტომბერი (სამშაბათი)

  • თემაქოუჩინგი კარიერული წარმატებისთვის
  • სპიკერი:  გვანცა ბარაბაძე - პოზიტიური ფსიქოკონსულტანტი, ქოუჩი, NLP პრაქტიკოსი, ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია ICF საქართველოს წარმომადგენლობის ბორდის წევრი.
  • ონლაინ საჯარო ლექციაზე დასწრების  მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ    სარეგისტრაციო 
  • ფორმა: https://bit.ly/3nz00H5
  • საათი:  13:00 სთ


13 ოქტომბერი (სამშაბათი)

  • თემა როგორ შექმნა სტარტაპი?
  • რა ხერხები არსებობს ინვესტორის მოსაძიებლად?
  • რა არის პიჩი და პიჩ დეკი, როგორი უნდა იყოს ის?
  • სპიკერი მარიამ გაგუა -  საქართველოს ბანკის მობაილ ბანკის “product owner”-ი კომპიუტერული ინჟინერი და კონსულტანტი.
  • ონლაინ საჯარო ლექციაზე დასწრების  მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ    სარეგისტრაციო 
  • ფორმა: https://bit.ly/3dcdSlT
  • საათი 19:00 სთ


15 ოქტომბერი (ხუთშაბათი)

  • თემადასაქმების პლატფორმა hiro.ge-ს პრეზენტაცია / როგორ ვიპოვნოთ სასურველი სამსახური?
  • სპიკერი თაკო მესხიძე -  დასაქმების პორტალი ჰიროსა და ტრენინგ ცენტრი ერუდიოს ხელმძღვანელი. 
  • ონლაინ საჯარო ლექციაზე ჩართვის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ    სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2SH1BN8
  • საათი:  17:00 სთ

16 ოქტომბერი (პარასკევი)

  • ლიბერთი ბანკის ვაკანსიები SEU - სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის.
  • დასწრების მსურველებმა გთხოვთ, შეავსოთ   სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/30OIs0e
  • საათი: 15:00 სთ

16 ოქტომბერი (პარასკევი)

  • თემარეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენა; დამსაქმებელთან გასაუბრების 
  • ტექნიკა.
  • სპიკერიირმა მიქაძე - HR საკონსულტაციო კომპანია „რეფრეიმის“ ხელმძღვანელი, ამერიკის HR ასოციაციის წევრი, ლიდერობის და HR მენეჯმენტის ISO სერტიფიცირებული ტრენერი.
  • ონლაინ საჯარო ლექციაზე ჩართვის მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ    სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3dc5KSm
  • საათი: 19:00 სთ


დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული თითოეული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით  ადრე გაეგზავნებათ  სარეგისტრაციო ბმულზე მითითებულ ნომრებზე.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კარიერული განვითარების და კურსდამთავრებულთა ურთიერთობის სამსახურს.

ტელ: 2 90 00 00 (27)

E-mail: career@seu.edu.ge