სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC) კონკურსი

08 იანვარი

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ევროკომისიის ერთობლივი კვლევების ცენტრის (JRC ) მიერ გამოცხადებული კონკურსის თაობაზე ნანობიოტექნოლოგიების ლაბორატორიაში დასაშვებად.

ერთობლივი კვლევების ცენტრი (JRC) წარმოადგენს ევროკომისიის მეცნიერებისა და განათლების სამსახურს, რომელსაც გააჩნია ნანომასალების შესწავლის უახლესი ტექნოლოგიით აღჭურვილი ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორიალაბორატორიის საქმიანობა ფოკუსირებულია ნანომასალის თვისებებისა და ბიო სისტემებთან მათი ურთიერთქმედების მეცნიერული საფუძვლის დადგენაზე, ნანოტექნოლოგიის უსაფრთხო და მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები:

  • მონაწილე ინსტიტუტები (იხილეთ კონკურსის ფარგლებში მოცემული განმარტებები) უნდა წარმოადგენდნენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ან ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა ჰორიზონტი 2020-თან ასოცირებულ ქვეყნებს;
  • მონაწილე ინსტიტუტი უნდა წარმოადგენდეს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების, სამეცნიერო ან საჯარო ორგანიზაციის ერთეულს, ან მცირე და საშუალო ბიზნესს. 
  • გათვალისწინებული უნდა იყოს ეთიკის პრინციპების შესახებ ევროკავშირის კანონის, კერძოდ, (EU) 1291/2013 რეგულაციის მუხლი19 და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში მოქმედი კანონები და რეგულაციები.
  • განცხადების წარდგენის ფორმა უნდა იყოს დასრულებული და შეესაბამებოდეს კონკურსის ფარგლებში მოწოდებულ ინსტრუქციებს.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 08.01.2021

 მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა საპროექტო წინადადება უნდა წარადგინონ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]

ამასთან, კანდიდატებმა შევსებული ნანობიოტექნოლოგიის ლაბორატორიული  ტექნიკის ჩამონათვალის ფორმა უნდა წარადგინონ შემდეგი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected].

Message body empty