სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ონლაინ კვირეული - „გაიცანი პროფესია“ 

01 დეკემბერი

1-6 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU, მენეჯმენტის პროგრამის ორგანიზებით, უმასპინძლებს კვირეულს - „გაიცანი პროფესია“. კვირეულის მიზანია, მონაწილეები დეტალურად გაეცნონ  სხვადასხვა მიმართულებით მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის სპეციფიკას, რაც დაეხმარებათ უკეთ დაგეგმონ  მომავალი კარიერა.  დასწრება თავისუფალია.

გთხოვთ, იხილეთ დღის წესრიგი:

სამშაბათი - 1 დეკემბერი, 16:00 სთ 

მიმართულება - კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მენეჯერი

  • სპიკერი - მარიამ ლაბუჩიძე, SEU - ს მოწვეული ლექტორი, SEU - ს CSR მენეჯერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი, კომუნიკაციების მენეჯერი. მარიამს აქვს სხვადასხვა კომპანიებში კომუნიკაციების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. 
  • გთხოვთ გიარეთ რეგისტრაცია:  shorturl.at/tzBY1


სამშაბათი - 1 დეკემბერი, 21:0
0 სთ

მიმართულება - ბიზნეს კონსულტანტი

  • სპიკერი - ლარისა პატარაია, SEU - ს  მოწვეული ლექტორი, ჰარვარდის უნივერსიტეტის აფილირებული პროგრამის პროფესორი.
  • Start - Business Solutions-ის მმართველი პარტნიორი
  • მონაწილეობა აქვს მიღებული 200-ზე მეტი სტარტაპის შექმნასა და კონსულტირებაში, არის  პროფესიონალი ტრენერი და ექსპერტი. 
  • გთხოვთ გიარეთ რეგისტრაცია:  shorturl.at/agjBQ

ოთხშაბათი - 2 დეკემბერი, 19:00 სთ

მიმართულება - მარკეტინგის მენეჯერი

  • სპიკერი - ნატა ნოღაიდელი, SEU - ს მოწვეული ლექტორი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, “ASHLEY HOMESTORE”- ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 
  • გთხოვთ გიარეთ რეგისტრაცია:  shorturl.at/vDX05

ხუთშაბათი - 3 დეკემბერი, 19:00 სთ

მიმართულება - მკვლევარი/ანალიტიკოსი

  • სპიკერი - ოთარ აბესაძე, SEU - ს ასოცირებული პროფესორი,
  • რიგის ტექნიკური უნივერსიტეტის (ლატვია) მიწვეული ლექტორი
  • ციტაუ გორლიცის უნივერსიტეტში (გერმანია) მიწვეული მკვლევარი
  • არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის და გამომცემლობის ეკონომიკური ანალიტიკოსი და ექსპერტი.
  • გთხოვთ გიარეთ რეგისტრაცია: shorturl.at/qBJM9


პარასკევი - 4 დეკემბერი, 19:00 სთ
 

მიმართულება - სასტუმროს მენეჯერი

  • სპიკერი -  დავით სარიშვილი, SEU-ს მოწვეული ლექტორი, სამშენებლო კომპანია
  • იმკ-ს (ინტერ მშენ კომპანი) და სასტუმრო „ანდამატი“-ს აღმასრულებელი დირექტორი
  • გთხოვთ გიარეთ რეგისტრაცია: shorturl.at/hyL67

შაბათი - 5 დეკემბერი, 21:00 სთ

პროფესია - ღონისძიებების მენეჯერი

  • სპიკერი - დავით ჩქოტუა, SEU - ს მოწვეული ლექტორი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მაგისტრი, კომუნიკაციების მენეჯერი, სხვადასხვა დროს მუშაობდა  შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების სამმართველოს უფროსის პოზიციაზე, გარემოს დაცვის მინისტრის თანაშემწე, ააიპ CAYNEX - თანადამფუძნებელი და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, შპს Funday Entertainment - კომუნიკაციებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსი, შპს RMG GOLD - დირექტორის მრჩეველი და სხვა.
  • გთხოვთ გიარეთ რეგისტრაცია: shorturl.at/kyLPZ

კვირა, 6 დეკემბერი, 13:00 სთ

  • მიმართულება: HR მენეჯერი და ქოუჩი
  • სპიკერები - SEU - ს მოწვეული ლექტორები: სალომე ზირაქაძე და  გვანცა ბარბაქაძე
  • სალომე ზირაქაძე - სოციოლოგიის მაგისტრი, კომპანია ინსორსის HR კონსულტანტი.
  • აქვს სხვადასხვა მსხვილ და საშუალო ორგანიზაციებში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება. 2016 წლიდან ჩართულია ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ ტრენინგ-პროგრამების შემუშავებაში.
  • გვანცა ბარბაქაძე - პიროვნული და ორგანიზაციული განვითარების პროფესიონალი, სერთიფიცირებული ქოუჩი, აქვს საერთაშორისო პროექტების მართვის გამოცდილება საქართველოსა და ეთიოპიაში.  მუშაობს, როგორც ინდივიდებთან, ისე ორგანიზაციებთან რათა დაეხმაროს მათ პერსონალური და ორგანიზაციული მიზნების მიღწევაში. ამჟამად, გვანცა არის პოზიტიური ფსიქოთერაპიის საერთაშორისო ცენტრის IDC და ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაციის (ICF) საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი. 
  • გთხოვთ გიარეთ რეგისტრაცია: shorturl.at/pGLQ3

კვირა, 6 დეკემბერი, 18:00 სთ

  • მიმართულება: პროექტების მენეჯერი
  • სპიკერი - თეა მჭედლიშვილი, SEU - ს მოწვეული ლექტორი, კორვინუსის უნივერსიტეტის ეკონომიკის მაგისტრი, მუშაობდა Morgan Stanley-ში რისკ მენეჯერად და კონცენტრირებული იყო EMEA-ს და Asia Pacific რეგიონის რისკის სცენარების ანალიზზე. ამჟამად მუშაობს თიბისი ბანკში რისკ პარტნიორად.
  • გთხოვთ გიარეთ რეგისტრაცია: shorturl.at/qsxBW

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ფარგლებში სპიკერები დეტალურად ისაუბრებენ მენეჯმენტის სხვადასხვა ფუნქციური სფეროების შესახებ, კერძოდ:

  • ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები;
  • დასაქმების სფეროები;
  • საჭირო უნარები;
  • საშუალო ანაზღაურება;
  • გამოწვევები და კარიერული შესაძლებლობები და სხვ.

ონლაინ შეხვედრები ZOOM - ის პლატფორმით ჩატარდება,  დარეგისტრირებულ პირებს ონლაინ შეხვედრის ბმული ღონისძიების დაწყებამდე 2 საათით ადრე გაეგზავნებათ, მითითებულ ნომრებზე.

Message body empty