არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პროექტის პრეზენტაცია "საკონსტიტუციო კონტროლი და სამართალწარმოება"

04 დეკემბერი

4 დეკემბერს, 16:00 საათზე, SEU-ში "ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის" ფარგლებში, გაიმართება პროექტის პრეზენტაცია "საკონსტიტუციო კონტროლი და სამართალწარმოება".

მომხსენებლები:

  • ბესიკ ლოლაძე – SEU-ს პროფესორი (კვლევის ავტორი)
  • ზურაბ მაჭარაძე – SEU-ს ასოცირებული პროფესორი (კვლევის ავტორი)

მოდერატორი:

  • ანა ფირცხალაშვილი – SEU-ს ვიცე რექტორი სამეცნიერო კვლევითი მიმართულებით (კვლევის ავტორი და ნაშრომის რედაქტორი)

ნაშრომის შექმნის მიზანია დაინტერესებულ პირებს მიაწოდოს სისტემური ცოდნა საკონსტიტუციო კონტროლისა და სამართალწარმოების ძირითად საკითხებზე.

შეხვედრაზე გაიმართება დისკუსია საკვლევი თემატიკის შესახებ. ავტორები და რედაქტორი მოისმენენ კოლეგების, სფეროს სპეციალისტების და სტუდენტების მოსაზრებებს თუ როგორი უნდა იყოს ნაშრომის შინაარსი, რომ მან ამოწუროს ყველა ის საკითხი, რაც ამ სფეროში მნიშვნელოვანი და აქტუალურია.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით:https://seu.zoom.us/j/99098732780 და ფეისბუქ ლაივის საშუალებით
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და აღმოსავლეთ- დასავლეთის მართვის ინსტიტუტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) პროგრამის მხარდაჭერით.

იხილეთ შეხვედრის დღის წესრიგი.