სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

სტიპენდიები რუმინეთში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის 

14 დეკემბერი

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამიისტრო აცხადებს სტიპენდიებს  ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებისათვის 2021-2022 სასწავლო წლისათვის.  სტიპენდია ითვალისწინებს სწავლის საფასურისა და საცხოვრებლის დაფინანსებას და ყოველთვიურ ფინანსურ ანაზღაურებას.  

სტიპენდიის მისაღებად აპლიკანტმა მის მიერ შერჩეულ რუმინეთის უნივერსიტეტში უნდა გაიაროს სააპლიკაციო პროცესი და ჩაირიცხოს   საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო პროგრამაზე (გარდა მედიცინის, სტომატოლოგიის და ფარმაკოლოგიის მიმართულებისა).

საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე სწავლება მიმდინარეობს მხოლოდ რუმინულ ენაზე, თუმცა სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ 1 წლის განმავლობაში ადგილზე შეისწავლონ რუმინული ენა. 

სადოქტორო პროგრამებზე სწავლა შესაძლებელია, როგორც რუმინულ ისე ინგლისურ ენაზე.  

კანდიდატის განაცხადი რუმინულ მხარეს უნდა მიეწოდოს საქართველოში რუმინეთის დიპლომატიური წარმომადგენლობის გავლით არაუგვიანეს 2021 წლის 5 მაისისა. 

მეტი ინფორმაციის მისაღებად სააპლიკაციო პროცესის და საჭირო დოკუმენტაციის შესახებ მიჰყევით ბმულს: https://www.mae.ro/en/node/10251

შეკითხვების შემთხევვაში დაუკავშირდით SEU-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს [email protected]

Message body empty