სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

კომპანია PHD Media-ს დამფუძნებლის, ჯონათან დერდენის საჯარო ლექცია SEU-ს სტუდენტებისათვის

18 დეკემბერი
zoom.us 18:00

ჯონათანი გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მედია კომუნიკაციების კომპანიის PHD Media დამფუძნებელი, კომპანია Havas Media-ს კრეატიული პარტნიორი  და ამ სფეროს წამყვანი ექსპერტი.

ჯონათანმა PHD Media 1990 წელს ლონდონში  პარტნიორებთან ერთად დააფუძნა და დღეს ეს კომპანია მსოფლიო ლიდერია, 15 მილიარდი ფუნტი წლიური ბრუნვით, 7000-მდე თანამშრომელით 100 ოფისით მსოფლიოს მასშტაბით.

მისი წარმატებული ბიზნესის მოდელის და საკუტარი გამოცდილების შესახებ ლექციიდან შეიტყობთ და შეძლებთ თქვენთვის სასურველ კითხებზე მიიღოთ პასუხი.

შეხვედრა გაიმართება Zoom-ის ლიცენზირებული პრემიუმ ვერსიის გამოყენებით, 18 დეკემბერს 18:00 საათზე, იხილეთ ბმული: https://seu.zoom.us/j/4412050602