English
EN GE

კალენდარი

11 სექტემბერი 2017

შეხვედრა საპილოტე ჯგუფებში და ახალ პროგრამებზე სწავლით დაინტერესებულ სტუდენტებთან

  • საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ მაღალი აკადემიური მოსწრების აბიტურიენტებს სთავაზობს შესაძლებლობას, თავისი საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსები ისწავლონ საპილოტე ჯგუფებში, დარგის საუკეთესო ლექტორებთან და უახლესი, მათ შორის, უცხოენოვანი სასწავლო მასალით.

  • უნივერსიტეტის სტუდენტებს ასევე შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ შიდა მობილობის უფლებით უნივერსიტეტის ახალ ინგლისურენოვან პროგრამებზე ბიზნესის ადმინისტრირებასა და მედიცინაში, ან გაიარონ ამ პროგრამებიდან რამდენიმე კურსი ინგლისურ ენაზე.

  • საკონსულტაციო შეხვედრა საპილოტე ჯგუფებში და ახალ პროგრამებზე სწავლის/შიდა მობილობის საკითხით დაინტერესებულ სტუდენტებთან ჩატარდება ორშაბათს, 
    11 სექტემბერს 16:00 საათზე.

  • შეხვედრა ჩატარდება სეუ-ს საკონფერენციო დარბაზში (აუდიტორია N713).

  • შეხვედრაში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც უნივერსიტეტის სტუდენტებს, ასევე მიმდინარე წელს ჩარიცხულ აბიტურიენტებს.