სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დასაქმების ფორუმი სეუ-ში

30 მარტი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (წინანდლის 17) 12:00

17 აპრილს 12:00-დან 17:00 საათამდე სეუ-ში, დამსაქმებლებთან, სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის სამსახურის ორგანიზებით, გაიმართება „დასაქმების ფორუმი 2018“. ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ სეუ-ს ყველა საფეხურისა და მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.

  • ფორუმზე საქართველოში მოქმედი კომპანიები კერძო და საჯარო სექტორიდან შემოგთავაზებენ სამუშაო ადგილებს და სტაჟირების პროგრამებს; ასევე, გაგაცნობენ ინფორმაციას მათ ორგანიზაციაში არსებული სტანდარტების შესახებ, რაც საშუალებას მოგცემთ, უკეთ დაგეგმოთ თქვენი კარიერა. 
  • ფორუმში მონაწილეობას მიიღებს 30-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია, მათ შორის: თიბისი დაზღვევა“; შემოსავლების სასმახური, თბილისი მარიოტი, ქორთიარდ მარიოტი, მოქსი თბილისი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ბი.აი.ჯი“ (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი), ქართული კრედიტი, 4ფინანსი, ოდისეა, ჯი პი აი ჰოლდინგი, სადაზღვევო კომპანია „გლობალ ბენეფიტს ჯორჯია“, ნიკორა ტრეიდი, Rico Express, აჭარა ჯგუფი, ფინანსური ოფისი, ტურისტული კომპანია "აღმოაჩინე საქართველო", ჯეოკაპიტალი, მეტრომარტი, მაჯიდ ალ ფუტაიმ ჰიპერმარკეტს ჯორჯია(კარფური), NEXT BRAND, ლოპოტა.

 -

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.-

რეგისტრაციის ბმული:  http://bit.ly/2F0CTSE

რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 2018 წლის, 2 აპრილი.-

დარეგისტრირებული სტუდენტები/კურსდამთავრებულები დასაქმების ფორუმის მოსამზადებელ პერიოდში გაივლიან უფასო ტრენინგს რეზიუმესა და სამოტივაციო წერილის შედგენაში და დამსაქმებელთან გასაუბრების ტექნიკებში.-

დასწრება თავისუფალია.

2 90 00 00 (27)

Message body empty