17 ნოემბერს მსოფლიოში სტუდენტთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. სეუ-ს სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის და კულტურისა და სპორტის სამსახურის ორგანიზებით 17 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით “სეუ-ს სტუდენტური დღეები 2018” გაიმართება, რომელიც მიეძღვნება სტუდენტთა საერთაშორისო დღეს.
სტუდენტური დღეების გახსნა (საზეიმო კონცერტით SEU Art Project-ის მონაწილეობით) და პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება 17 ნოემბერს, 14:00 საათზე, SEU-ს ვერანდაზე.
სტუდენტური დღეების ფარგლებში, სტუდენტები და კურსდამთავრებულები ერთმანეთს შეეჯიბრებიან სპორტის, კულტურის და ინტელექტუალური კონკურსების სხვადასხვა მიმართულებებით.
ღონისძიებებში ჩართვა შეგიძლიათ სეუ-ს ყველა სტუდენტსა და კურსდამთავრებულს! ამისათვის საჭიროა 24 ნოემბრის 18:00 საათამდე რეგისტრაცია გაიაროთ მიმართულებების მიხედვით.
-
სპორტული მიმართულებები:
ჭადრაკის ჩემპიონატი - http://seu.edu.ge/1149
მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი - http://seu.edu.ge/1150
ბოულინგის ჩემპიონატი - http://seu.edu.ge/1147
ბილიარდის ჩემპიონატი - http://seu.edu.ge/1148
-
კულტურული მიმართულებები:
X – box ცეკვის კონკურსი - http://seu.edu.ge/1144
ფოტოების და ნახატების კონკურსი #მეხელოვნება - http://seu.edu.ge/1143
სიმღერის კონკურსი Art Music - http://seu.edu.ge/1142
სტუდენტური ტალანტ შოუ - creARTive - http://seu.edu.ge/1145
პოეზიის საღამო - კოკა კობალაძე და მეგობრები - http://seu.edu.ge/1146
-
ინტელექტუალური მიმართულებები:
რა? სად? როდის? - http://seu.edu.ge/1153
დებატების ჩემპიონატი - http://seu.edu.ge/1152
ჰაკათონი - კვლევითი იდეების კრეათონი - http://seu.edu.ge/1154
სტრატეგიული თამაში „აღმოაჩინე შენი ქალაქი“ - http://seu.edu.ge/1151
ქოუჩინგი - http://seu.edu.ge/1155
-
3 დეკემბერს გაიმართება კვირეულის დახურვა და დაჯილდოვება გრანდიოზული კონცერტით, SEU Art Project-ის მონაწილეობით.