სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU ISC 2019 II

10 ნოემბერი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (წინანდლის 17)

ბიანუალური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SEU ISC 2019-ისთვის სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო

სარეგისტრაციო ლინკი 

მულტიპროფილური კონფერენცია საშუალებას აძლევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიურ პერსონალს, მკვლევარებსა და დოქტორანტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები შემდეგი მიმართულებებით:  

  • ბიზნესი და ეკონომიკა
  • ტურიზმი
  • სამართალი
  • ჰუმანიტარულ-სოციალური მეცნიერებები
  • განათლება
  • ჯანდაცვა/მედიცინა
  • მათემატიკა და ზუსტი მეცნიერებები
  • ინჟინერია და ინფორმატიკა.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 20 ოქტომბერი

კონფერენციაში მონაწილეობის პირობები:

  • კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული/ინგლისური.
  • ნაშრომი შესრულებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუს სამეცნიერო ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით
  • აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
  • ნაშრომების წარმოდგენა აუცილებელია როგორც ზეპირი, ასევე პოსტერული პრეზენტაციის სახით.

მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები (არაუმეტეს 2 თანაავტორისა. გამონაკლისი შესაძლებელია, დაშვებულ იქნას ინტერდისციპლინარული ნაშრომის შემთხვევაში).

მონაწილეს ან თანაავტორებს შეუძლიათ, წარმოადგინონ მაქსიმუმ ორი სამეცნიერო ნაშრომი. 

წარმოდგენილი ნაშრომები გაივლიან რეფერირებასა და პლაგიატზე შემოწმებას.

მონაწილეთა ნაშრომები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს აკადემიური პატიოსნების სტანდარტს. 

ყველა მიღებული ნაშრომი გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს საკონფერენციო მასალების კრებულში.

საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ინდექსირებად სამეცნიერო ჟურნალში და უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

კონფერენციაში მონაწილეობა (გარდა მგზავრობის ხარჯებისა) ფინანსდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.

კონფერენციის ვადები:

  • კონფერენციაზე რეგისტრაცია მიმდინარეობს 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით. 
  • საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 20 ოქტომბრისა. 
  • განსაზღვრული ვადების დარღვევით გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება.  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს კამპუსში, მისამართზე: ქ. თბილისი, წინანდლის ქ. N9.
  • კონფერენციის ჩატარების თარიღი: 2019 წლის 10 ნოემბერი.

საკონფერენციო ნაშრომები მიიღება ელ-ფოსტაზე: [email protected]

საკონფერენციო ნაშრომის შესრულების სტანდარტები

Message body empty