9 დეკემბერს, 13:30 – 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეულის ფარგლებში საჯარო დისკუსიას მართავს თემაზე: „სასამართლო ხელისუფლების ძირითადი უფლებებით შეზღუდვის პრობლემები“.
საკვანძო საკითხებია:
მომხსენებლები:
კვირეულის მიზანია სტუდენტებსა და ახალგაზრდებში ადამიანის უფლებების პრობლემური საკითხების შესახებ ცოდნის გავრცელება და უნივერსიტეტების თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების სამართლის შესახებ იდეათა და მოსაზრებათა აქტიური ურთიერთგაცვლა.
კვირეულის დეტალური პროგრამა იხ. ფაილში:
ადამიანის უფლებების სამართლის საუნივერსიტეტო კვირეული ტარდება ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (USAID-PROLoG), ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით.