არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გაცნობითი შეხვედრა და ტრენინგი აბიტურიენტებისთვის

14 იანვარი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (წინანდლის 17) 12:30

2020 წლის 01 თებერვალს, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ სკოლის XI-XII კლასის მოსწავლეებს იწვევს გაცნობით შეხვედრასა და ტრენინგზე - „როგორ დავიწყოთ ბიზნესი და ვმართოთ ფინანსები“.

გაცნობითი შეხვედრის მიზანია, მოსწავლეებს დაეხმაროს პროფესიულ ორიენტაციაში.  

ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ამაღლებას.

ტრენინგს ჩაატარებენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს ბიზნესის მართვის ფაკულტეტის პროფესორები და მაგისტრანტები. 

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.

ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა: 

https://bit.ly/2Nn6hFq


რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 27 იანვარი. 

დღის განრიგი:

12.30 -12.55 - მონაწილეთა რეგისტრაცია;

13.00 -13.30 - გაცნობითი შეხვედრა;

13.30 -16.30 - სატრეინინგო საათები (2 ათწუთიანი შესვენება);

16.30 -17.00 - პროექტის შეჯამება და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია;

17.00 -18.00 - ფოტოსესია & ფურშეტი.

სეუ-ს ახალ კამპუსში დაგხვდებათ შესანიშნავი განწყობა და სიურპრიზები.

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ მდებარეობს ქ. თბილისში, წინანდლის ქ. №9 (მეტროსადგური - 300 არაგველი)

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

E-mail: khatuna.gabitsinashvili@seu.edu.ge