სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

გაცნობითი შეხვედრა და ტრენინგი აბიტირიენტებისთვის

13 თებერვალი
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ (წინანდლის 17) 12:30

სამართლის პროგრამით დაინტერესებულ აბიტურიენტებს გიწვევთ გაცნობით შეხვედრასა და ტრენინგზე, რომელიც ჩატარდება 2020 წლის 29 თებერვალს, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ში.

გაცნობითი შეხვედრის ფარგლებში აბიტურიენტები გაეცნობიან სეუ-ს სასწავლო გარემოს და პირობებს, მიიღებენ მათთვის სასურველ ინფორმაციას.

ტრენინგი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ კომპონენტებს. მონაწილეები ჩაერთვებიან ინტერაქციულ ვორქშოფში, განიხილავენ სამართლის მნიშვნელოვან და საინტერესო ქეისებს.

ტრენინგს ჩაატარებენ საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს პროფესორები.
ღონისძიების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სკოლის XI და XII კლასის მოსწავლეებს.

ტრენინგი დაფინანსებულია სეუ-ს მიერ და დასწრება უფასოა.

ტრენინგზე დასწრების მსურველმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა: shorturl.at/kCNZ0

რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2020 წლის 26 თებერვალი.

ღონისძიების დღის განრიგი:

  • 12.30-12.55 - მონაწილეთა რეგისტრაცია და ტური სეუ-ს ახალ კამპუსში;
  • 13.00-13.30 - გაცნობითი შეხვედრა;
  • 13.30-14.30 - ტრენინგი (სისხლის სამართალი, ადამიანის უფლებათა სამართალი, საერთაშორისო სამართალი);
  • 14:30-15:00 - შესვენება/ლანჩი;
  • 15:00-16:00 - ვორქშოფი: სამართლებრივი ქეისების განხილვა, ინტერაქცია;
  • 16:00-დან - პროექტის შეჯამება, სერტიფიკატების გადაცემის ცერემონია, ფოტოსესია.

საკონტაქტო პირი: ხათუნა გაბიცინაშცილი:

ელ-ფოსტა: [email protected]

Message body empty