არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

პანელ-დისკუსია თემაზე: “COVID 19-ის მართვა ინტენსიურ თერაპიაში"

26 აპრილი

2020 წლის 26 აპრილს, “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს მედიცინის სკოლის ინიციატივით გაიმართა ონლაინ პანელ-დისკუსია თემაზე: “COVID 19-ის მართვა ინტენსიურ თერაპიაში”.

დისკუსიაში აშშს, ისრაელის, გერმანიის და საქართველოს წამყვანი კლინიკების ექიმები მონაწილეობდნენ, მოდერატორობას კი ინტენსიური თერაპიის ექიმი, ანესთეზიოლოგი, “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს მოწვეული ლექტორი ბატონი ანზორ ჩომახიძე უწევდა.

შეხვედრა გაიმართა Zoom-ის აპლიკაციის და ფეისბუქ ლაივის საშუალებით უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე. (https://www.facebook.com/seu.edu.ge/).

დისკუსიის მიზანი იყო არსებული პანდემიის ყველაზე აქტუალური საკითხების გარშემო როგორც ქართული, ასევე ევროპული და ამერიკული გამოცდილებისა და რეკომენდაციების გაზიარება.

შეხვედრა 4 საათის განმავლობაში უწყვეტად მიმდინარეობდა.

პანელ-დისკუსიას 12 000-ზე მეტი ფეისბუქ გვერდის მომხმარებელი ესწრებოდა და მოხსენებებისა და ინტენსიური კითხვაპასუხის რეჟიმში, განხილული იყო ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა COVID19 - ის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, ვირუსის გავრცელების გზები, სიმპტომები, მიმდინარეობა, მისი რადიოლოგიური დიაგნოსტიკა, უახლესი კვლევები პანდემიის შესახებ და რა თქმა უნდა თერაპიული მეთოდები.

პანელ-დისკუსიაში მონაწილეობდნენ:

  • ანზორ ჩომახიძე 
    ინტენსიური თერაპიის ექიმი ანესთეზიოლოგი
    ჯო ენის სამედიცინო ცენტრი
    “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს მოწვეული ლექტორი


  • თამარ ჟამურაშვილი
    ექიმი პულმონოლოგი
    შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკა, ბერლინი


  • ვასილ ხაჩიაშვილი
    ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი,
    ბრაზილაი საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრი, ისრაელი.


  • პროფ. ლევან რატიანი
    ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
    პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა


  • ვახო კალოიანი
    ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
    ნიუ ჰოსპიტალსი


  • გიორგი გოგიშვილი
    ექიმი კარდიოლოგი
    იოანე მოწყალის სახ. პრივატ კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი

  • პროფ. მაკა ბულეიშვილი
    “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი - SEU”-ს პროფესორი
    ექიმი თერაპევტი
    ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა,რესპუბლიკური საავადმყოფო,
    მედისონ ჰოლდინგის ამბულატორიული ექსელის ექსპერტი


  • ეკა მგელაძე
    ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
    ჯო ენის სამედიცინო ცენტრი

  • ირაკლი თოდუა
    ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
    ქონი აილენდ ჰოსპიტალი, ნიუ იორკი, აშშ


თემის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ამ პლატფორმით რეგულარული შეხვედრები დაიგეგმა.