სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

უფასო სასწავლო კურსი ჟურნალისტებისათვის

29 ნოემბერი, 2017
  • ასოციაცია ჰერა XXI-ს ერთ-ერთი პრიორიტეტია რეპროდუქციულ ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე მედიის წარმომადგენლების უნარების გაძლიერება, რაც თავის მხრივ წინაპირობაა იმის, რომ საზოგადოებას მეტი საინტერესო, ობიექტური და კვალიფიციური ინფორმაცია მიეწოდებათ სფეროს შესახებ, რომლის ფარგლებშიც არაერთი ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა ჩაუტარებია როგორც მოქმედი წამყვანი ისე დამწყები ჟურნალისტებისთვის.

 

  • 2017 წელს ასოციაციამ შეიმუშავა ახალი სასწავლო კურსი დამწყები ჟურნალისტებისათვის. სასწავლო კურსი ჟურნალისტებისთვის მიზნად ისახავს მიაწოდოს ჟურნალისტებს ცოდნა რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ იმ ფორმით, როგორც მათ პროფესიული საქმიანობის განმავლობაში გამოადგებათ.

  • სასწავლო კურსი მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს: რეპროდუქციული ჯანმრთელობის ზოგადი მიმოხილვა, სქესობრივი სიმწიფე და მასთან დაკავშირებული პრობლემები, რეპროდუქცია - განაყოფიერება, ორსულობა და მშობიარობა, კონტრაცეპცია, აბორტი, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები, მათ შორის აივ-ინფექცია და შიდსი, უნაყოფობა და მისი მკურნალობის გზები. 

  • მეორე დიდი ნაწილი კურსისა დაეთმობა სექსუალური და რეპროდუქციულ უფლებებსა და გენდერული თანასწორობის საკითხებს, რომლებიც ასევე ურთიერთდაკავშირებული საკითხებია. კონკრეტულად კი: სექსუალური და რეპროდუქციული უფლებები, როგორც ადამიანის უფლებების განუყოფელი ნაწილი, ხელმისაწვდომობა რეპროდუქციულ სერვისებზე და პაციენტის უფლებები, დისკრიმინაცია, გენდერული უთანასწორობის შემთხვევები და ქალთა უფლებების დაცვა.

 

  • კურსის განმავლობაში ჟურნალისტები მიიღებენ ინფორმაციას ზემოაღნიშნულ თემატიკასთან და პრობლემებთან დაკავშირებულ ადვოკატირების შესახებ. ამაში მათ დაეხმარებათ ისეთი საერთაშორისო მონიტორინგის ინსტრუმენტების ცონდა, როგორებიცაა CEDAW,ICCPR,UPR. ასევე, განხილულ იქნება ადგილობრივი საკანონმდებლო სივრცე/აქტები, რომლებიც ასევე წარმოადგენს საფუძველს ეფექტური და მიზანმიმართული ადვოკატირებისთვის. 

კურსს გაუძღვებიან ლექტორები: 

  • ჯენარო ქრისტესაშვილი - მეან-გინეკოლოგი, ექსპერტი რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში;
  • ლევან კობალაძე - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სახელმწიფო მართვის მაგისტრი, რეპროდუქციული მედიცინის ცენტრ „უნივერსი“-ს დირექტორის მოადგილე;
  •  ხათუნა ხაჟომია - ფსიქოგლოგი, პროექტის კოორდინატორი, საინფორმაციო სამედიცინო ფსიქოლოგიური ცენტრი; 
  • ანა ლობჟანიძე- გენდერის სპეციალისტი, საქართველოს სახალხო დამცველი.

კურსი არის ერთ თვიანი და ჯამში მოიცავს 12 საათს.

დაინტერესებულმა პირებმა სავალდებულოა რეგისტრაცია გაიაროთ მითითებულ ბმულზე:http://bit.ly/2BovKXw

დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ

577311377, 577141114

ადგილების რაოდენობა შეზღუდულია

Message body empty