სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ სეუ-ს და ლატვიის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

09 დეკემბერი, 2017

 სეუ-ს ბიზნესის მართვის და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო მიმართულების სტუდენტებს, 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საშუალება აქვთ ერთი სემესტრით ან ერთი აკადემიური წლით ისწავლონ ლატვიაში.

ლატვიის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი უმაღლესი სასწავლებელია ბალტიისპირეთში, 13000 სტუდენტითა და 13 ფაკულტეტით. უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალფეროვან სოციალურ აქტივობას რიგაში, სიმღერისა და ფეხბურთის გუნდში წევრობას და სხვა სპროტულ აქტივობებში ჩართვას.

იხილეთ უნივერსიტეტის გვერდი:https://www.lu.lv/eng 

 

მოთხოვნები გაცვლითი პროგრამის მონაწილეების მიმართ

  •  მაღალი აკადემიური მოსწრება (მინიმუმ 71 ქულა)
  • ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა (შეიძლება დადასტურდეს საერთაშორისო სერტიფიკატით - TOEFL, IELTS და სხვა ან საუნივერსიტეტო ტესტირებით)

 

გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძელზე. პრიორიტეტი მიენიჭება სტუდენტებს რომლებიც მიმდინარე სემესტრის სასწავლო კურსები ან მათი ნაწილი გაიარეს ინგლისურად/ინგლისურენოვანი ლიტერატურით

სარეგისტრაციო ფორმა:http://bit.ly/2wDIztD

დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე: