სეუ-ს ბიზნესის მართვის და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო მიმართულების სტუდენტებს, 2017-2018 სასწავლო წლის მეორე სემესტრიდან საშუალება აქვთ ერთი სემესტრით ან ერთი აკადემიური წლით ისწავლონ ლატვიაში.
ლატვიის უნივერსიტეტი არის ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი უმაღლესი სასწავლებელია ბალტიისპირეთში, 13000 სტუდენტითა და 13 ფაკულტეტით. უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალფეროვან სოციალურ აქტივობას რიგაში, სიმღერისა და ფეხბურთის გუნდში წევრობას და სხვა სპროტულ აქტივობებში ჩართვას.
იხილეთ უნივერსიტეტის გვერდი:https://www.lu.lv/eng
მოთხოვნები გაცვლითი პროგრამის მონაწილეების მიმართ
გაცვლითი პროგრამის მონაწილე სტუდენტების შერჩევა მოხდება სამოტივაციო წერილის საფუძელზე. პრიორიტეტი მიენიჭება სტუდენტებს რომლებიც მიმდინარე სემესტრის სასწავლო კურსები ან მათი ნაწილი გაიარეს ინგლისურად/
სარეგისტრაციო ფორმა:http://bit.ly/2wDIztD
დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ საკონტაქტო მისამართებზე: