იმიტირებული ერთიანი ეროვნული გამოცდები
21 მაისი, 2018
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი და საქართველოს ეროვნული უნივივერსიტეტი სეუ 2018 წლის
27 მაისს ჩაატარებენ იმიტირებულ გამოცდას ერთიანი ეროვნული გამოცდების ზოგადი უნარების ტესტში.
- გამოცდისთვის აბიტურიენტთა რეგისტრაცია იწარმოებს 21 მაისის 16:00 საათიდან.
- მონაწილეებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, გაიარონ ტესტირება სპეციალურად ორგანიზებულ საგამოცდო სექტორში.
- ტესტირების შედეგს მონაწილე მიიღებს ტესტირების დასრულებისთანავე.
- გამოცდაში მონაწილეობა არის უფასო და ტესტირებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი დაიფარება საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს მიერ.
- აბიტურიენტები იმუშავებენ ტესტის ბუკლეტზე, ხოლო პასუხებს აღნიშნავენ პასუხების ფურცელზე. ტესტის თითოეული - ვერბალური და მათემატიკური - ნაწილისათვის გამოყოფილია 1 საათი და 35წუთი. შესაბამისად, მთლიანად ტესტირება 3 საათსა და 10 წუთს გაგრძელდება.
- ზოგადი უნარების სადიაგნოსტიკო ტესტირება ჩატარდება ორ სესიად, ქ. თბილისში მისამართზე: წინანდლის N9 (მეტრო `300 არაგველთან). სესიას (გამოცდის დროს) აპლიკანტი რეგისტრაციისას ირჩევს.