სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

დაფინანსებული პროექტი

11 ივნისი, 2018

 სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეთა შერჩევას ბულგარეთის საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტისთვის „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“.

 

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების მონაწილეობის გაზრდასა და ინიციატივების მხარდაჭერას გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების განსახორციელებლად.

-

პროექტი ხორციელდება ორ ეტაპად:

  • პირველი ეტაპი - შერჩეული 30 მონაწილე გაივლის ტრენინგს ივნისი, ივლისი, აგვისტოს (პირველი კვირა) პერიოდში (ჯამში 13 შეხვედრა). ტრენინგის განმავლობაში მიიღებენ თეორიულ ცოდნას პროექტით გათვალისწინებული მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ (ჯანდაცვა/ჯანსაღი ცხოვრების წესი, განათლება, გარემო, გენდერული თანასწორობა, ბავშვები და ახალგაზრდები).

 

  • მეორე ეტაპი - პრაქტიკის ფაზა: 6-8 მონაწილისგან დაკომპლექტებული ჯგუფები ფასილიტატორების დახმარებით იმუშავებენ მინი პროექტებსა და ინიციატივებზე, რომელსაც ცენტრის მხარდაჭერით განახორციელებენ სექტემბერი-ოქტომბრის პერიოდში.

-

 აღნიშნულ ეტაპზე მონაწილეებს ექნებათ მდგრადი განვითარების მიზნებზე მომუშავე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციის, მათი გამოცდილების გაზიარების საშუალება.

-

დაინტერესებულ სტუდენტებს გელოდებით საინფორმაციო შეხვედრაზე 13 ივნისს, 14:00 საათზე, საკონფერენციო დარბაზში (#713).

-

დასწრება თავისუფალია

Message body empty