„კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე“, 6-8 აგვისტო
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ-ს და მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიება
2018 წლის 6-8 აგვისტოს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას თემაზე „კლიმატის ცვლილება და მისი გავლენა განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკაზე“.
საზაფხულო სკოლას წარუძღვებიან პროფესორები მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტიდან.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებს საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა უფასოა.
კურსი ტარდება ინგლისურ ენაზე და მისი დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 1 აგვისტო!
დამატებითი ინფორმაცია საზაფხულო სკოლის შესახებ იხილეთ ინგლისურ ენაზე:
-
-
რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს.: https://docs.google.com/forms