სეუ - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი

არ მსურს გამოწერა

უნივერსიტეტი

ტრენინგ კურსი „ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია“.

08 ოქტომბერი, 2018

ფინანსთა სამინისტროს აკადემია - სტუდენტური დასაქმების ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში აცხადებს მიღებას ტრენინგკურსზე - „ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია“.

ჩვენი მიზანია - დაინტერესებულ სტუდენტებს მივცეთ თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული ცოდნა და დავეხმაროთ მათ გაიარონ პრაქტიკა შესაბამის ორგანიზაციებში.

ასე რომ, ვისაც გსურთ შეისწავლოთ მომსახურების თანამედროვე სტანდარტები, გაიუმჯობესოთ საქმიანი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები, აკადემია აცხადებს მიღებას კურსზე - „ეფექტური მომსახურება და კომუნიკაცია“.

თუ:

  • ხართ სტუდენტი
  • ხართ მოტივირებულები
  • ხართ ენერგიულები
  • იცით ინგლისური
  • იცით რუსული
  • გიყვართ აქტიური ურთიერთობები

აკრიფეთ ჩვენი ელ. ფოსტის მისამართი  [email protected]  და გამოგვიგზავნეთ:

  • ცნობა, რომ ხართ სტუდენტი
  • სამოტივაციო წერილი თუ რატომ გინდათ ამ ტრენინგზე დასწრება.

განაცხადებები მიიღება 12 ოქტომბრის ჩათვლით.

საკონტაქტო პირი: თათია ბერიანიძე, ტელ: 226 10 26 (შიდა 1131) 

ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • რა არის მომსახურება და კმაყოფილების სამკუთხედი 
  • მომსახურების ეტაპები
  • მოთხოვნილების გამოვლენა
  • მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და ალტერნატივები
  • რთული კლიენტი
  • მომსახურების სტანდარტები
  • პრეზენტაციის წარდგენა
  • არგუმენტირებული მსჯელობა
  • მოლაპარაკების ტექნიკა
  • კონფლიქტები
Message body empty