English
EN GE

21 მარტი 2019

სეუ-ს დასაქმების ფორუმი 2019

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ 17 აპრილს, სეუ-ში გიწვევთ მასშტაბურ ღონისძიებაზე „SEU-ს დასაქმების ფორუმი 2019“.
-
სეუ-ს მიერ ორგანიზებული რიგით #2 ფორუმი, შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო საინტერესო და მასშტაბურია, რადგან წელს 100-ზე მეტი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანია იქნება წარმოდგენილი.
-
„SEU-ს დასაქმების ფორუმი 2019“-ზე დასწრება შეგიძლიათ სეუ-ს სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს, ღონისძიების ფარგლებში საშუალება მოგეცემათ:
-
შეხვდეთ საქართველოში მოღვაწე საჯარო და კერძო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და გაიგოთ მეტი მათი კომპანიების შესახებ.
-
გაეცნოთ აღნიშნულ ორგანიზაციებში არსებული აქტიური სტაჟირებებისა და ვაკანსიების შესახებ ინფორმაციას.
-
დაუტოვოთ თქვენთვის სასურველი კომპანიის წარმომადგენელს თქვენი რეზიუმე/CV (თან იქონიეთ ამობეჭდილი სახით) სასურველ ვაკანსიაზე განსახილველად.
-
ჩვენ უზრუნველვყოფთ, თქვენი სურვილის შემთხვევაში, ღონისძიებამდე გაიაროთ ტრენინგები ეფექტური რეზიუმეს, სამოტივაციო წერილისა და გასაუბრების ტექნიკის დასახვეწად.
--

აღნიშნულ ტრენინგებს წარუძღვებიან საქართველოს შრომის ბაზარზე მოღვაწე წარმატებული კომპანიების ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტები.-

-
ფორუმზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/2Ojxdp6

არ გაუშვათ შანსი და გამოიყენეთ შესაძლებლობა!
#დასაქმდიდღეს
#SEUJobFair2019

-

შექმენი შენი CV ონლაინ:

Europass  ან Novoresume

ნ ჩამოტვირთე რეზიუმეს შაბლონი:

რეზიუმე