სეუ-ში პირველკურსელთა რეგისტრაცია განხორციელდება ორ ეტაპად:
პირველ ეტაპზე (სეუ-ში მოუსვლელად) მოხდება ელექტრონული რეგისტრაცია, რომელიც დაიწყება მითითებულ ბმულზე, ჩარიცხულთა სიების მიღებისთანავე.
ელექტრონული რეგისტრაციის დროს პირველკურსელმა უნდა ატვირთოს შესაბამის ველში შემდეგი დოკუმენტები:
მეორე ეტაპი მოიცავს უნივერსიტეტში მოსვლას და ხელშეკრულების გაფორმებას,
9-დან 13 სექტემბრის ჩათვლით სტუდენტის მიერ არჩეულ დროს.
პირველკურსელისთვის, რომელსაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი,
ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად საჭიროა მშობლის ან მინდობილი პირის თანხლება.
პირველკურსელები, რომლებიც ვერ მოახერხებენ მითითებულ პერიოდში რეგისტრაციის გავლას, უნივერსიტეტს უნდა მიმართონ არაუგვიანეს 16 სექტემბრისა.
სწავლა დაიწყება 30 სექტემბერს!
გისურვებთ წარმატებებს!